Ⴜინასიტყვაობა
Ⴜინამდებარე ლექსიკონი «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია» მოიცავს 2730 ტერმინს, რომლებიც ასახავენ ომისშემდგომი Ⴂერმანიის ცხოვრებას. Ⴂერმანული ტერმინები განმარტებულია ქართულ ენაზე. Ⴑტატიების თემატიკა მრავალფეროვანია: გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, კულტურა, პოლიტიკური ცხოვრება, სახალხო და რელიგიური დღესასწაულები, გერმანული სამზარეულოს კერძები და ა. შ. Ⴊექსიკონის დანართში მოცემულია საინტერესო და სასარგებლო ცნობები Ⴂერმანიაზე: ქვეყნის ომისშემდგომი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღები, მანძილი ქალაქებს შორის, დიდი ქალაქების მოსახლეობის რაოდენობა, ცნობები ფედერალურ მხარეებზე და მრავალი სხვა. Ⴜიგნის ბოლოში მოცემულია ტერმინების ანბანური მაჩვენებელი, ილუსტრაციების და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხები.
Ⴜიგნი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და მე–19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ფართოდ იყო ხმარებაში ქართულშიც .
Ⴊექსიკონი
A
Aachen (Ⴀახენი) — ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ–Ⴅესტფალიის მხარეში; ადმინისტრაციული ოლქის ცენტრი; ბალნეოლოგიური კურორტი, სატრანსპორტო კვანძი, 243 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია ლითონდამამუშავებელი, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა; შემორჩენილია Ⴉარლოს Ⴃიდის რეზიდენციის ნარჩენები სასახლის კაპელით (786–798 წწ.); ქალაქში ტარდებოდა Ⴂერმანიის იმპერატორების გვირგვინის დადგმა (936–1531 წწ.), მე–19–20 სს. კი ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციები; ქალაქში არის Ⴎრესის საერთაშორისო მუზეუმი (Internationales Zeitungsmuseum), Ⴉომპიუტერების მუზეუმი (Computer- museum).
Aachener Printe (Ⴀახენის თაფლის პური) — საშობაო ხორაგი: მოგრძო ფორმის თაფლის პური, უხვად შეკაზმული სუნელით.
Aalen VfR («Ⴀალენ ႴႴႰ») — Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი.
ABC-Abwehrtruppe (ქიმიური თავდაცვის ნაწილები) — Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.
Abc-Schutze — პირველკლასელი.
Abendgymnasium (საღამოს გიმნაზია) — სოზაგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას სამი–ექვსი წლის განმავლობაში საგიმნაზიო კურსის გამოცდების ჩაბარებას და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის უფლების მოპოვებას.
Abendschule — საღამოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მომუშავეთათვის.
Abgeordnetenhaus, Abgeordnetenkammer (დეპუტატების პალატა) — Ⴁერლინის პარლამენტის სახელწოდება; ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას; ირჩევენ ოთხი წლით.
Abitur — გამოსაშვები გამოცდები საშუალო სკოლაში, რომლის წარმატებული ჩაბარება იძლევა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლებას.
Abteiberg (Ⴀბტაჲბერგი) — სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქ. Ⴋჲონხენგლადბახში (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ–Ⴅესტფალიის მხარე); შეიცავს ავანგარდის მდიდარ კოლექციას.
Ackerbürger (მოქალაქე-მიწათმოქმედი) — პატარა ქალაქში მიწათმოქმედებით დასაქმებული მოქალაქე.
ADAC («ႠႣეႠႺე») — Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბი.
ADAC-Motorwelt («ႠႣეႠႺე Ⴋოტორველტ») — Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბის ჟურნალი.
Adam Opel AG («Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢ») — 1862 წ. Ⴀ. Ⴍპელის მიერ ქ. Ⴐჲუსელჰაჲმში დაარსებული საკერი მანქანების და ველოსიპედების წარმოების ფირმა; 1899 წლიდან — საავტომობილო კონცერნი; 1929 წლიდან ეკუთვნის ამერიკულ კორპორაცია «Ⴟენერალ მოტორსს».
Adenauer Konrad (Ⴀდენაუერი Ⴉონრად, 1876–1967 წწ.) — Ⴂერმანიის ფედერალური კანცლერი 1949–1963 წწ.; 1946–1966 წწ. — ႵႣႩ თავჯდომარე; მის სახელთანაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიური აღორძინება Ⴋეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
Adenauer-Ära («Ⴀდენაუერის ერა») — Ⴂერმანიის ისტორიის პერიოდი (1949–1963 წწ.), როდესაც მთავრობის სათავეში იდგა Ⴉონრად Ⴀდენაუერი.
Adidas AG («ႠႣႨႣႠႱ ႠႢ») (ფირმის დამაარსებელის სახელიდან Adi Dassler) — 1920 წ. დაარსებული სამრეწველო კომპანია, რომელიც უშვებს სპორტულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ინვენტარს; აქვს 8 საწარმო Ⴂერმანიაში და 25 ფირმა მსოფლიოს სხვადავხსა ქვეყანაში.
Adler («Ⴀდლერ») — საბეჭდი მანქანის მარკა, რომელიც გამოდიოდა ქ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.
Adler-Werke («Ⴀდლერ-ვერკე») — საბეჭდი მანქანების ქარხანა, დაარსებული 1880 წ. ქ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში; 90–ან წლებში შეუერთდა ფირმა Triumph–ს.
Admiral (ადმირალი) — უმაღლესი წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑაზღვაო Ⴛალებში.
Admiralapotheker (ადმირალ–ფარმაცეფტი) — ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო–სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ფლოტილიის ადმირალის წოდებას.
Admiralarzt (ადმირალ–ექიმი) — ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო–სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ფლოტილიის ადმირალის წოდებას.
Admiraloberstabsarzt (ადმირალ–უფროსი შტაბს–ექიმი) — ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო–სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ვიცე–ადმირალის წოდებას.
Admiralstabsarzt (ადმირალ–შტაბს–ექიმი) — ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო–სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება კონტრ–ადმირალის წოდებას.
ADN (სააგენტო ႠႣႬ) — იხ. Allgemeiner Deutscher Nachrichtendienst.
Advent (ადვენტი) — საშობაო დღესასწაულის წინა დრო, რომელიც იწყება 26 ნოემბრის შემდეგ პირველ კვირას და გრძელდება 4 კვირა Ⴘობამდე; დღესასწაულის მოახლოვებისას ადვენტის ყოველი შემდეგი კვირის მნიშვნელობა და ფასეულობა იზრდება.
Adventkranz (წინასაშობაო გვირგვინი) — გვირგვინი ნაძვის ხის ტოტებისგან ოთხი სანთლით, რომელსაც დგავენ მაგიდაზე ან ჰკიდებენ სახლის შესასვლელს ზემოთ.
Adventskalender — წინასაშობაო საბავშვო კალენდარი, რომელზედაც ყოველ დღე, დაწყებული 1 დეკემბრიდან, იხსნება თითო სარკმელი; ღია სარკმელში ბავშვი ხედავს საჩუქარს, რომლის მიღებაც მას სურს.
AEG (ႠႤႢ) — იხ. Allgemeine Elektricitäts-Gesellschaft.
AEG-Telefunken («ႠႤႢ–Ⴒელეფუნკენი») — იხ. Allgemeine Elektricitäts-Gesellschaft АEG-Тelefunken.
AGF — იხ. Arbeitsgemeinschaft der Großforschungseinrichtungen.
Agfa / AGFA («Ⴀგფა» / «ႠႢႴႠ») — იხ. Aktiengesellschaft für Anilin-produktion.
Agfa AG («Ⴀგფა ႠႢ») — 1956 წ. ქ. Ⴊევერკუზენში დაარსებული ფოტო– და კინომასალების წარმოების უდიდესი ფირმა; 1964 წელს გაერთიანდა ბელგიურ კონცერნ « Ⴂეფერტ» -თან.
Agfa-Gevaert AG («Ⴀგფა–Ⴂეფერტ ႠႢ») — ფოტო– და კინომასალების წარმოების გერმანულ–ბელგიური კონცერნი; წარმოიშვა 1964 წ. გერმანულ ფირმა «Ⴀგფა ႠႢ» და ბელგიურ კონცერნ « Ⴂეფერტის» გაერთიანების შედეგად.
Ahlen LR («Ⴀლენ ႪႰ») — Ⴁუნდესლიგის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.
Aim — მთის ალპიური საძოვარი.
Akademiker — უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების მქონე ადამიანი.
Akademischer Beifall (აკადემიური ტაშის დაკვრა) — სდუდენტების მიერ მოხრილი თითებით მაგიდაზე კაკუნი ლექციის, პროფესორის გამოსვლის ან მეცნიერული მოხსენების მოწონების ნიშნად.
Aktiengesellschaft für Anilinpro-duktion (Agfa) («Ⴀქციონგეზელშაფტ ფიჲრ ანილინპროდუქციონ» («Ⴀგფა») — 1883 წ. დაარსებული ანილინის პროდუქციის წარმოების აქციონერული საზოგადოება; 1925–1945 წწ. «ႨႢ Ⴔარბენინდუსტრი ႠႢ» –ს შემადგენლობაში; 1956 წ. დაარსდა ხელახლად სახელწოდებით «Ⴀგფა ႠႢ».
Aktivisten der ersten Stunde («პირველი საათის აქტივისტები») — Ⴂერმანიის ოკუპაციის საბჭოთა ზონაში ნაცისტური რეჟიმის შედეგების აღმოფხვრის და ნორმალური ცხოვრების აღდგენის ინიციატორები ომის დამთავრების შემდეგ პირველ დღეებში.
Albertinum (Ⴀლბერტინუმი) — მუზეუმი ქ. Ⴃრეზდენში, რომელიც ატარებს მისი დამაარსებლის, Ⴑაქსონიის მეფის Ⴀლბერტ Ⴑაქსონელის სახელს; მუზეუმის შენობა აგებულია 1884–1887 წწ.; Ⴀხალი ოსტატების გალერეაში წარმოდგენილია 19–20 სს. ფერწერა.
Alemannia Aachen TSV («Ⴀლემანია Ⴀახენ ႲႱႴ») — Ⴁუნდესლიგის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.
Alex m (Ⴀლექსი) — Ⴁერლინის მოედნის Ⴀლექსანდერპლატცის ზოგადსახმარი სახელწოდება.
Alexanderplatz, სალ. Alex (Ⴀლექსანდერპლატცი, Ⴀლექსი) — მოედანი Ⴁერლინის ცენტრში, რომელმაც მიიღო თავისი სახელწოდება 1805 წ. Ⴐუსეთის იმპერატოს Ⴀლექსანდრე I Ⴁერლინში ვიზიტის შედეგად.
Alexander-von-Humboldt-Stiftung (Ⴀლექსანდერ ფონ Ⴠუმბოლდტის ფონდი) — ფონდი, შექმნილი Ⴂერმანიაში უცხოელი მეცნიერების და გერმანელების საზღვარგარეთ ყოფნის ორგანიზაციის მიზნით, დაფინანსებული «Ⴂერმანული მეცნიერების ფონდების დამაარსებლების კავშირის» მიერ; სახელდებულია ბუნებისმეტყველ Ⴀლექსანდერ ფონ Ⴠუმბოლდტის სახელით.
Aller (Ⴀლერი) — მდინარე Ⴂერმანიაში, მდინარე Ⴅეზერის მარჯვენა შენაკადი.
Allerheiligen (Ⴗოვლადწმინდის Ⴃღე) — კათოლიკური დღესასწაული, Ⴜინაპრების ხსოვნის დღე; 1 ნოემბერი.
Allerseelen (Ⴗოვლადსულის Ⴃღე) — კათოლიკური დღესასწაული, Ⴂარდაცვლილების ხსოვნის დღე; 2 ან 3 ნოემბერი, თუ 2 ნოემბერი კვირა დღეა.
Allgäu (Ⴀლგოჲ) — მხარე Ⴁავარიის Ⴀლპებში Ⴁოდენის ტბის და მდინარე Ⴆეხს შორის; განვითარებულია სარძევე მეურნეობა, საფეიქრო მრეწველობა, ტურიზმი; ქალაქები Ⴈმენშტადტი, Ⴍბერსდორფი (სამთოკლიმატური კურორტი), Ⴆონტჰოფენი.
Allgäuer Alpen (Ⴀლგოჲს Ⴀლპები) — მთები Ⴂერმანიასა და Ⴀვსტრიაში.
Allgemeine Elektricitäts-Gesellschaft (AEG) («Ⴀლგემაჲნე ელექტრიციტეტს-გეზელშაფტ» / «Ⴄლექტრობის საყოველთაო საზოგადოება» (ႠႤႢ) — ერთერთი უმსხვილესი ელექტროტექნიკური კონცერნი, დაარსებული 1883 წ. Ⴁერლინში Ⴄმილ Ⴐატენაუს მიერ.
Allgemeine Elektricitäts-Gesell-schaft AEG-Telefunken («Ⴀლგემაჲნე ელექტრიციტეტს-გეზელშაფტ ႠႤႢ-Ⴒელეფუნკენ») — ერთერთი უმსხვილესი ელექტროტექნიკური კონცერნი (Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტი); შექმნილია 1968 წ. კონცერნების «ႠႤႢ» და «Ⴒელეფუნკენ ႢმბჀ» შეერთების შედეგად.
Allgemeine Nahrungs- und Genußmittelausstellung (ANUGA) (Ⴑამრეწველო საქონლის და გემოვნების მრეწველობის ნაწარმის საზოგადო გამოფენა (ႠႬႳႢႠ) — ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა Ⴉჲოლნში.
Allgemeiner Deutscher Nachrichtendienst (ADN) (Ⴀლგემაჲნერ დოჲჩერ ნახრიხტენდინსტ (ႠႣႬ) — 1946 წ. Ⴀღმოსავლეთ Ⴁერლინში შექმნილი საინფორმაციო სააგენტო; 1990 წ. Ⴂერმანიის გაერთიანების შემდეგ მას შეუერთდა ႢႴႰ «Ⴃოჲჩერ დეპეშენ–დინსტ».
Allgemeiner Studentenausschuss (ASTA) (საერთო სტუდენტური კომიტეტი) — Ⴂერმანიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
Alliierter Kontrollrat für Deutschland (Ⴑაკონტროლო საბჭო Ⴂერმანიაში) — უმაღლესი საკონტროლო ორგანო Ⴂერმანიისს საოკუპაციო ზონებში მის უპირობო კაპიტულჲაციის შემდეგ; შექმნილია Ⴁერლინში Ⴢალტის კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად; შეწყვიტა მოქმედება 1948 წ. 20 მარტს.
Allianz Arena (Ⴀლიანც–Ⴀრენა) — საფეხბურთო კლუბ «Ⴁაჲერნ Ⴋჲუნხენის» სტადიონი. Ⴀშენებულია 2008 წ.
Alpen (Ⴀლპები) — სამთო სისტემა Ⴃასავლეთ Ⴄვროპაში (Ⴘვეჲცარია, Ⴀვსტრია, Ⴂერმანია, Ⴈტალია).
Alpenvortand (Ⴀლპებისწინი) — ქედები, რომლებიც გარს ერტყმის Ⴀლპების მთის მასივებს (Ⴘვეჲცარია, Ⴀვსტრია, Ⴂერმანია).
Alpha-Jet («Ⴀლფა–ჯეტი») — ბუნდესვერის შეიარაღებაში მყოფი ტაქტიკური მხარდაჭერის თვითმფრინავის სახელწოდება; საავიაციო კონცერნ «Ⴃორნჲე ႢმბჀ» –ს წარმოება.
Alte Fritz (Ⴁებერი Ⴔრიცი) — Ⴎრუსიის მეფის Ⴔრიდრიხ II მეტსახელი.
Alte Mainbrucke (Ⴛველი ხიდი Ⴋაჲნზე) — ქ. Ⴅჲურცბურგის ერთერთი ყველაზე ძველი ხიდი, რომელიც აერთებს ციხესიმაგრეს ქალაქის ცანტრთან; აშენებულია 8 ს., თანამედროვე სახე კი მიიღო 18–19 სს.; ხიდის გასწვრივ დგას წმინდანების ქანდაკებები ბაროკოს სტილში.
Altenburg (Ⴀლტენბურგი) — ქალაქი Ⴒჲურინგიაში; 48 ათასი მაცხოვრებელი; ცნობილია სათამაშო კარტების წარმოებით და მათი Ⴋუზეუმით.
Alte Ореr («Ⴛველი ოპერა») — თეატრი Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში; შენობა ნეორენესანსის სტილში; ამჟამად მასში ტარდება კონგრესები.
Alte Pinakothek (Ⴛველი Ⴎინაკოთეკა) — მხატვრული მუზეუმი Ⴋჲუნხენში; შენობა ვენეციური რენესანსის სტილში აშენებულია არქიტექტორ Ⴊეო ფონ Ⴉლენცის პროექტით; მასში ინახება 1400 მხატვრის 9000 სურათი, შაქმნილი მე–18 საუკუნემდე; მათ შორის არის Ⴊეონარდო და Ⴅინჩის «Ⴋადონა ჩვილით», Ⴀლბრეხტ Ⴀლტდორფერის «Ⴀლექსანდრე Ⴋაკედონელის ბრძოლა Ⴃარიოსთან», იტალიელი ოსტატების ტილოები.
Alter Gottfried (ბებერი Ⴂოტფრიდი) — ხალათი ან სახლის კაბა სტუდენტურ ჟარგონზე.
Altes Museum (Ⴛველი მუზეუმი) — შენობა Ⴁერლინში «Ⴋუზეუმების კუნძულზე» (Museumsinsel), აშენებული 1825–1830 წწ. არქიტექტორ Ⴉ. Ⴔ. Ⴘინკელის პროექტით და აღდგენილი 1966 წ.; მასში განთავსებულია Ⴄროვნული გალერეა.
Altes Rathaus («Ⴀლტეს Ⴐატჰაუსი») — ძველი რატუშა, ქ. Ⴊაჲფციგის ხუროთმოძღვრების ძეგლი.
Altes Residenztheater («Ⴀლტეს რეზიდენცტეატერ») — თეატრი Ⴋჲუნხენში სხვადასხვაგვარი რეპერტუარით; მასში იმართება კამერული მუსიკის კონცერტები.
Altmark (Ⴀლტმარკი) — გეოგრაფიული წერტილი Ⴑაქსონია–Ⴀნჰალტის მხარეში.
Altstadt (ალტშტადტი) — ქალაქის ძველი ნაწილის სახელწოდება.
Altstadthofbühne («Ⴀლტშტადტჰოფბჲუნე») — თეატრი Ⴌჲურნბერგში სხვადასხვაგვარი პროგპრამებით: კაბარე და კომედია, პანთომიმა და როკ მუსიკის კონცერტები.
Ami m («ამი») — ამერიკელების ხუმრობით–უპატივცემულო სახელწოდება მეორე მსოფლიო ომის და მას შემდეგ პერიოდში.
Amiga-Platte (ფირფიტა «Ⴀმიგა») — სერიიდან «საესტრადო მუსიკა» ყოფილ ႢႣႰში.
Ammersee (Ⴀმერის ტბა) — ტბა Ⴁავარიაში.
Amrum (Ⴀმრუმი) — კუნძული Ⴂერმანიაში, ერთერთი Ⴙრდილო–Ⴔრიზული კუნძულებიდან.
Amt Blank (Ⴁლანკის უწყება) — 1950 წ-ან ამზადებდა ბუნდესვერის შექმნას ႢႴႰ; 1955 წ. გარდაიქმნა Ⴇავდაცვის სამინისტროდ; ატარებდა მისი ხელმძღვანელის, ბუნდესტაგის დეპუტატის Ⴒ. Ⴁლანკის სახელს.
Amtsgehilfe (ამტსგეჰილფე) — დაბალჩინოსნების ერთერთი კატეგორია Ⴂერმანიში.
Amtsgericht — დაბალი ინსტანციის ადმინისტრაციული სასამართლო.
Amtsmeister m (ამტსმაჲტერი) — დაბალჩინოსნების ერთერთი კატეგორია Ⴂერმანიში.
Andachtsbild (Ⴀნდახტსბილდი) — Ⴑახარების სჲუჟეტზე შექმნილი სურათი ან ქანდაკება, რომელიც ჰქმნის სამლოცველო განწყობას.
Andreasfest (Ⴜმინდა Ⴀნდრეასის დღესასწაული) — რელიგიური და სახალხო დღესასწაული; კართოფილის მოსავლის აღების ბოლო დღე (30 ნოემბერი).
Ansbach 09 SpVgg («Ⴀნსბახ 09 ႱპႴგგ») — საფერბურთო კლუბი; დაარსებულია 1909 წ.
Antikensammlungen (Ⴀნტიკური კოლექციები Ⴋჲუნხენში) — ბერძნული ლარნაკები, ანტიკური ქანდაკება, ოქროს სამკაულები, მინა, ეტრუსკების ხელოვნება.
Anhalt (Ⴀნჰალტი) — 1. ადგილის ისტორიული სახელწოდება Ⴑაქსონია–Ⴀნჰალტის მხარეში; 2. ფედერალურ მხარე Ⴑაქსონია–Ⴀნჰალტის ნაწილი.
Anhalter: per Anhalter reisen («ხელის აწევა») — მგზავრობა თანმიმავალი მანქანით; ასოციაციით უკავშირდება Ⴁერლინის ყოფილი Ⴀნჰალტის სადგურის სახელწოდებას.
Antifaschistischer Schutzwall (ანტიფაშისტური დამცველი ჯებირი) — 1961 წლის 13 აგვისტოს Ⴃასავლეთ Ⴁერლინსა და ყოფილ ႢႣႰ დედაქალაქს შორის აგებული ბეტონის კედლის პროპაგანდისტული სახელწოდება; ყოფდა ქალაქს ორ ნაწილად; დაეცა 1989 წ. შემოდგომაზე.
Antifaschulen (ანტიფაშისტური სკოლები) — გერმანელი ოფიცრების და ჯარისკაცების ხელახალი აღზრდის პოლიტიკური სკოლები სამხედრო ტყვეების საბჭოთა ბანაკებში, შექმნილი მე–2 Ⴋსოფლიო ომის და ომის შემდგმომ პერიოდში.
ANUGA (ႠႬႳႢႠ) — იხ. Аllgemeine Nahrungs- und Genufimittelausstellung.
Apfelhexe — გახეხილი ვაშლი ათქვეფილი ნაღებით.
Apolda (Ⴀპოლდა) — ქალაქი Ⴒჲურინგიის მხარეში; 26 000 მაცხოვრებელი; ცნობილია ნაქსოვი ნაწარმის წარმოებით და აგრეთვე ზარების სარეწით, რისთვისაც მიიღო სახელწოდება «Glockenstadt Apolda».
Apotheke — აფთიაქი.
Aral AG («Ⴀრალ ႠႢ») — ბენზინის და ნავთობპროდუქტების გასაღების კომპანია; დაარსებულია 1924 წ. ქ. Ⴁოხუმში.
Arbeiterjugend («Ⴀრბაჲტერჲუგენდ») — ჟურნალი, Ⴂერმანიის სოციალისტური ახალგაზრდობის «Ⴘევარდნების» ბეჭდვითი ორგანო.
Arbeiter-Samariter Bund (ASB) (Ⴋუშათა სამარიტული კავშირი) — მუშების საქველმოქმედო ორგანიზაცია; სახელწოდება წარმოიშვა ბიბლიური სამარიტელებისგან, რომლებიც გამოირჩეოდნენ დიდი გულმოწყალეობით.
Arbeiterwohlfahrt (AWO) (Ⴋუშათა საქველმოქმედო საზოგადოება) — მუშების საქველმოქმედო ორგანიზაცია Ⴂერმანიაში, დაარსებული 1918 წ.
Arbeitsamt (შრომის ბირჟა) — სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს შუამავლობით ოპერაციებს შრომის ბაზარზე.
Arbeitsgemeinschaft der Evangelischen Jugend Deutschlands (Ⴂერმანიის ევანგელიკური ახალგაზრდობის გაერთიანება) — ევანგელიკური ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც შედის Ⴂერმანული ახალგაზრდების ორგანიზაციების ფედერალურ გაერთიანებაში.
Arbeitsgemeinschaft der Großforschungseinrichtungen (AGF) (Ⴂრძელვადიანი მეცნიერული კვლევების გაერთიანება) — ორგანიზაცია, რომელიც უწევს კოორდინაციას 13 მეცნიერული ცენტრის საქმიანობას.
Arbeitegemeinschaft der Rundfunkanstehen Deutschlands (ARD) (Ⴂერმანიის რადიომაუწყებლობის სტუდიების სამუშაო გაერთიანება) — ტელე– და რადიომაუწყებლობის სამხარეო სტუდიების საკოორდინაციო ორგანო; ხშირად უძახიან «Ⴂერმანულ ტელევიზიას» ან «Ⴎირველ პროგრამას».
Arbeitsgemeinschaft selbstandiger Unternehmer (ASU) (Ⴃამოუკიდებელი მეწარმეების გაერთიანება) — თავისთავადი მეწარმეების კავშირი, დაარსებული 1949 წ. Ⴁონში წარმოების და ვაჭრობის ლიბერალიზაციის ხელშესაწყობად; აერთიანებს 5500 წევრს.
Arbeitsgericht (შრომის დავის სასამართლო) — 1. შრომის დავის სასამართლოების განზოგადებული სახელწოდება; 2. შრომის დავის დაბალი ინსტანციის სასამართლო.
ARD (შემოკ. Arbeitsgemeinschaft der offentlichrechtlichen Rundfunkanstalten Deutschlands) ႠႰႣ (Ⴂერმანიის საჯარო–უფლებრივი ტელერადიოსადგურების სამუშაო გაერთიანება) — Ⴎირველი გერმანული ტელევიზია; Ⴂერმანიის ტელევიზიის ერთერთი პროგრამის სახედწოდება; გაერთიანებაში ურთიერთმოქმედებენ სამხარეო სტუდიები; ႠႰႣ მიიღება Ⴂერმანიის მთელ ტერიტორიაზე.
Arena AufSchalke («Ⴀრენა ႠუფႸალკე») — Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის გუნდის «Ⴘალკე 04» საფეხბურთო სტადიონი.
Arkona (Ⴀრკონა) — კონცხი კუნძულ Ⴐჲუგენის ჩრდილოეთში.
Arme Ritter («ღარიბი რაინდი») — რძეში ამოვლებული, შემწვარი, შაქრის ფხვნილით და დარიჩინით მოყრილი თეთრი პურის ნაჭრეები.
Armenhaus Sachsens (Ⴑაქსონიის ღარიბების თავშესაფარი) — ქ. Ⴞემნიცის ხატოვანი სახელწოდება, რომელშიც აისახა მე–19 ს. საფეიქრო ფაბრიკების მუშების გაჭირვებული მდგომარეობა.
Arminia Bielefeld DSC («Ⴀრმინია Ⴁილეფელდი ႣႱႩ») — Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.
Arminius-Denkmal (Ⴀრმინიუსის ძეგლი) — აგებულია 1838–1875 წწ. ქ. Ⴃეტმოლდის მახლობლად (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნი–Ⴅესტფალიის მხარე).
Arnsberg (Ⴀრნსბერგი) — ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნი–Ⴅესტფალიის მხარეში; 22 ათასი მაცხოვრებელი; კლიმატური კურორტი.
Art-cologne («Ⴀრტ-კოლონი») — სახვითი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ–Ⴅესტფალიის ქალაქ Ⴉჲოლნში.
Artillerietruppe (არტილერიის ნაწილები) — Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.
ASB — იხ. Arbeiter-Samariter Bund.
Asamkirche (Ⴀზამკირხე) — ეკლესია Ⴋჲუნხენში, აშენებული მე–18 ს. პირველ ნახევარში როკოკოს სტილში; ბაროკოს ოსტატების ძმები Ⴀზამების საჩუქარი ქალაქს; ცნობილია თავისი ფრესკებით.
Aschermittwoch (ფერფლოვანი ოთხშაბათი) — Ⴃიდ მარხვის პირველი კვირის ოთხშაბათი, 40-დღიანი მარხვის დასაწყისი, რომელიც გრძელდება Ⴀღდგომამდე.
Aschkuchen — იხ. Napfкuchen.
AStA — იხ. Allgemeiner Studentenаusschuss.
Atlas Delmehorst («Ⴀტლას Ⴃელმეხორსტი») — საფეხბურთო კლუბი.
Audi («Ⴀუდი») — კონცერნ «Ⴀუტოუნიონ ႠႢს» მსუბუქი მანქანა.
Audi-Werke AG («Ⴀუდი–ვერკე ႠႢ») — საავტომობილო ფირმა, დაარსებული Ⴀ. Ⴞორხის მიერ ქ. Ⴚვიკაუში 1910 წ. მას შემდეგ, რაც მისმა ძველმა ფირმამ «Ⴀუგუსტ Ⴞორხ უნდ Ⴉº მოტორენვერკემ» განიცადა კომერციული წარუმატებლობა; ახალი სახელწოდება Audi ლათინურად ნიშნავს იმასვე, რაც გერმანული Horch, ე. ი. «ისმინე»; 1932 წ. შევიდა კონცერნ «Ⴀუტოუნიონ ႠႢს» შემადგენლობაში.
Auerbachs Keller («Ⴀუერბახსკელერი») — ძველისძველი ღვინის სარდაფი Ⴊაჲფციგში, რომელსაც გადმოცემით ინახულებდნენ Ⴔაუსტი და Ⴋეფისტოფელი.
Aufbaugymnasium (მოსამზადებელი გიმნაზია) — იძლევა იმ საგნების შესწავლის შესაძლებლობას, რომლებიც არ შედიოდნენ წინა სასწავლო პროგრამაში და რომლების შესწავლა საჭიროა სრული საშუალო განათლების მისაღებად.
Aufbauschule (ზედნაშენი სკოლა) — ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (1964 შლამდე) სახალხო სკოლების მოწაფეების მოსამზადებლად სიმწიფის ადესტატის გამოცდების ჩასაბარებლად.
Augsburg (Ⴀუგსბურგი) — ქალაქი Ⴁავარიაში; დაარსებულია ახ. წ. 14 წ.; 247 ათასი მაცხოვრებელი; მანქანათმშენებლობის, საფეიქრო და ელექტროტექნიკური მრეწველობის ცენტრი.
Augsburger Allgemeine («Ⴀუგსბურგერ Ⴀლგემაჲნე») — ყოველდღიური გაზეთი, გამომავალი ქ. Ⴀუგსბურგში ტირაჟით 366 ათასი ეგზემპლარი.
August Horch & Со Motoren-werke («Ⴀუგუსტ Ⴞორხ უნდ Ⴉº მოტორენვერკე») — იხ. Audi-Werke AG.
August Thyssen-Hütte AG («Ⴀუგუსტ Ⴒისენ-Ⴠჲუტე ႠႢ») — უმსხვილესი ფოლადსამსხმელი კონცერნი, დაარსებული 1889 წ. Ⴀ. Ⴒისენის მიერ ქ. Ⴃუჲსბურგში; 1973 წ. შემოიერთა კომპანია «Ⴐაჲშენტალ ႠႢ», 1977 წლიდან — «Thyssen AG».
Aula Palatina («Ⴀულა Ⴎალატინა») — იმპერატორ Ⴉონსტანტინეს ბაზილიკა, ქ. Ⴒრირის ღირსშესანიშნაობა.
Aurich (Ⴀურიხი) — ქალაქი Ⴕვემო Ⴑაქსონიის მხარეში.
Aussiedler (გადმოსახლებული) — ოფიციალური სახელწოდება ეთნიკური გერმანელების, რომლებიც ბრუნდებიან Ⴂერმანიაში Ⴃამოუკიდებელი Ⴑახელმწიფოების Ⴇანამეგობრობის ქვეყნებიდან და Ⴀღმოსავლეთ Ⴄვროპიდან.
Autobahn (ავტობანი) — ჩქაროსნული გზატკეცილი ორმხრივი მრავალრიგიანი უგზაჯვარედინო მოძრაობით.
Automobilwerk Eisenach (AWE) (Ⴀჲზენახის საავტომობილო ქარხანა) — აშენებულია 1898 წ. Ⴒჲურინგიის მხარის ქ. Ⴀჲზენახში. Ⴗოფილ ႢႣႰ უშვებდა მსუბუქ მანქანებს «Ⴅარტბურგი»; 90-ნი წლების დასაწყისში შევიდა «Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢს» შემადგენლობაში.
Auto Union AG («Ⴀუტო–Ⴓნიონ ႠႢ») — საავტომობილო კონცერნი, შექმნილი 1932 წ. ფირმების «Ⴀუდი–ვერკე ႠႢ», «Ⴅანდერერ–ვერკე», «Ⴞორხ–ვერკე ႠႢ» და «ႣႩႥ–ვერკე ႠႢ» შეერთების შედეგად; უშვებდა მანქანებს «Ⴀუდი», «Ⴞორხ», «ႣႩႥ» და სხვ.
Auto Union GmbH («Ⴀუტო–Ⴓნიონ ႢმბჀ») — საავტომობილო კომპანია, დაარსებული 1949 წ. ქ. Ⴈნგოლშტადტში; 1959 წ. შევიდა კონცერნ «Ⴃაჲმლერ–Ⴁენც ႠႢ» შემადგენლობაში; 1965 წლიდან აქციების საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის «Ⴔოლკსვაგენვერკ ႠႢს».
AWO — იხ. Arbeiterwohlfahrt.
Axel Springer Verlag AG («Ⴀქსელ Ⴘპრინგერ Ⴔერლაგ ႠႢ») — საგაზეთო–საგამომცემლო კონცერნი, უდიდესი Ⴄვროპაში; დაარსებულია 1947 წ. Ⴠამბურგში Ⴀქსელ Ⴘპრინგერის მიერ; 1970 წლიდან გარდაიქმნა აქციონერულ საზოგადოებაში.
B
Babelsberg (Ⴁაბელსბერგი) — ქ. Ⴎოტსდამის რაჲონი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში უძველესი და უმსხვილესი კინოსტუდია, რომელიც აგრძელებს ႳႴႠ–სტუდიის ტრადიციებს; აქვე იყო კინოსტუდია ႣႤႴႠ (ႢႣႰ).
Babelsberg 03 e.V. SV («Ⴁაბელსბერგ 03 ႱႴ») — Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴙრდილოეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1903 წ.
Backsteingotik (აგურის გოტიკა) — არქიტექტურული სტილი, დამახასიათებელი ჩრდილო–გერმანულ ქალაქებისთვის.
Baden (Ⴁადენი) — 1. ისტორიული ოლქი Ⴂერმანიაში; 2. 1951 წლიდან Ⴁადენ–Ⴅჲურტემბერგის ნაწილი.
Baden-Baden n (Ⴁადენ–Ⴁადენი) — ბალნეოლოგიური კურორტი Ⴘვარცვალდის მთებში (Ⴁადენ–Ⴅჲურტემბერგის მხარე); 51 ათასი მაცხოვრებელი; ყოველწლიურად ტარდება სპორტულ–საცხენოსნო შეჯიბრებები.
Badenweiler (Ⴁადენვაჲლერი) — ბალნეოკლიმატური კურორტი სამხრეთ Ⴘვარცვალდში (Ⴁადენ–Ⴅჲურტემბერგის მხარე); 3 600 მაცხოვრებელი; შემორჩენილია არქიტექტურული ძეგლები: ჰერცოგის სასახლის ნანგრევები, რატუშა, ძველრომაული აბანოები.
Baden-Württemberg (Ⴁადენ–Ⴅჲურტემბერგი) — Ⴂერმანიის ფედერალური მხარე; ფართობი 35 751 კვ. კმ, 10,15 მლნ. მაცხოვრებელი; ადმინისტრაციული ცენტრი Ⴘტუტგარტი; თვალწარმტაცი ლანდშაფტები: Ⴘვარცვალდი, Ⴐაჲნის, Ⴃუნაის, Ⴌეკარის ხეობები; მთიანი ადგილი Ⴉაჲზერშტული, Ⴁოდენის ტბა; აქ მდებარეობენ მსოფლიოში ცნობილი ფირმები: Ⴃაჲმლერ–Ⴁენცი (Daimler-Benz), Ⴁოში (Bosch), Ⴎორშე (Porsche), უმსხვილესი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტები: Ⴂერმანული ონკოლოგიური ცენტრი (das Deutsche Krebsforschungszentrum) Ⴠაჲდელბერგში, Ⴋაქს Ⴎლანკის სახელობის მრავალრიცხოვანი ინსტიტუტები, Ⴂერმანული ლიტერატურული არქივი (das Deutsche Literaturarchiv) Ⴋარბახში; უმაღლესი სასამართლო დაწესებულებები: Ⴔედერალური სასამართლო (das Bundesgerichtshof) და Ⴔედერალური კონსტიტუციური სასამართლო (das Bundesverfassungsgericht) Ⴉარლსრუეში; უძველესი უნივერსიტეტი Ⴠაჲდელბერგში (დაარსებულია 1386 წ.); «Ⴘტუტგარტის ბალეტი» და «Ⴁახის საერთაშორისო აკადემია»; აქ გამოდის ქვეყნის წიგნების 40%; Ⴁადენ–Ⴅჲურტემბერგთან არის დაკავშირებული Ⴔ. Ⴘილერის, Ⴔ. Ⴂელდერლინის, Ⴅ. Ⴂაუფის, Ⴂ. Ⴅ. Ⴔ. Ⴠეგელის, Ⴔ. Ⴅ. Ⴘელინგის სახელები.
Bad Gottleuba (Ⴁად Ⴂოტლოჲბა) — კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი, მდებარეობს Ⴃრეზდენიდან (Ⴑაქსონია) სამხრეთ–აღმოსავლეთით მდინარე Ⴂოტლოჲბას ხეობაში; შემორჩენილია გვიანგოტიკური ეკლესიები Ⴊუკას Ⴉრანახის სკოლის მხატვრების მოხატულობით.
Bad Homburg vor der Hohe (Ⴁად Ⴠომბურგი ფორ დერ Ⴠოე) — ბალნეოლოგიური კურორტი Ⴠესენის მხარეში Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტიდან ჩრდილოეთით; მდებარეობს Ⴒაუნუსის მთების განშტოებებში ზღვის დონიდან 197 მეტრის სიმაღლეზე; მინერალური წყაროები ცნობილი იყო ძველ რომაელებისათვის; ტურიზმის ცენტრი; განვითარებულია ელექტრონიკა, ლითონდამამუშავებელი დი კვების მრეწველობები; ღირსშესანიშნაობები: ლანდგრაფების სასახლე (17 საუკუნე), ეკლესია Ⴑანკტ–Ⴋარია (ნეოგოტიკა, 19 საუკუნე), ყოფილი საკურორტო დარბაზი (ამჟამად კაზინო), მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი.
Badische Anilin- und Soda-Fabrik AG (BASF) («Ⴁადიშე ანილინ– უნდ სოდაფაბრიკ ႠႢ») — ქიმიური მრეწველობის უმსხვილესი აქციონერული საზოგადოება, შექმნილი 1865 წელს Ⴊჲუდვიგსჰაფენში; 1925–1945 წლებში კონცერნ «Ⴈ. Ⴂ. Ⴔარბენინდუსტრი ႠႢ» –ს შემადგენლობაში; ხელმეორედ დაარსდა 1952 წელს.
Baedeker Karl (1801–1859 წწ.) — გერმანელი გამომცემელი, 1827 წ. Ⴉობლენცში დააარსა სხვადასხვა სახელმწიფოების გზამკვლევების გამომცემლობა; სიტყვა «ბედეკერი» გახდა გზამკვლევების სახელწოდება, რომლების გამოცემასაც აგრძელებს თანამოსახელე ფირმა Ⴠამბურგში და Ⴘტუტგარტში.
Bandoneon (ბანდონეონი) — ხელის გარმონი დასაკრავი ღილაკებით ორივე მხრიდან; სახელდებულია გერმანელი გამომგონებლის Ⴂ. Ⴁანდის სახელით.
Вар («Ⴁაპი») — გერმანული როკ–ჯგუფი, შექმნილი 1976 წ. Ⴅოლფგანგ Ⴌიდეკენის მიერ; 1981 წ. ამ ჯგუფის ფირფიტამ დაიკავა პირველი ადგილი ხიტ–პარადში.
Barbarafeier (Ⴜმინდა Ⴁარბარეს Ⴃღესასწაული) — მემაღაროელების დღესასწაული; აღინიშნება 4 დეკემბერს Ⴜმინდა Ⴁარბარეს Ⴃღეს; ეს წმინდანი ითვლება მემაღაროელების მფარველად.
Bartholomäus Dom (Ⴜმინდა Ⴁართლომეს ტაძარი Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში) — ამ ტაძარში Ⴍქროს Ⴁულის კანონების (1356 წ.) თანახმად ირჩევდნენ და ადგავდნენ გვირგვინს გერმანელ იმპერატორებს (1562–1792 წწ.); წარმოადგენს გოტიკის სტილში შესრულებულ ქვიშაქვის მაღალ კოშკს «Ⴂლორიოზა» –ს 12,8 ტონიანი ზარით, რომელიც ჩამოისხა 1877 წ. Ⴃრეზდენში.
Bartholomäus-Fest (Ⴜმინდა Ⴁართლომეს Ⴃღესასწაული) — გლეხების დღესასწაული; აღინიშნება 24 აგვისტოს Ⴜმინდა Ⴁართლომეს Ⴃღეს; ეს წმინდანი ითვლება გლეხების მფარველად, განსაკუთრებით მესაქონლეების და მეღვინეების.
BASF AG (შემ. Badische Anilin- & Soda-Fabrik AG–სგან, Ludwigshafen) («ႡႠႱႴ ႠႢ» («Ⴁადიშე ანილინ– უნდ სოდა–ფაბრიკ ႠႢ», Ⴊჲუდვიგსჰაფენი) — იხ. Badische Anilin- & Soda-Fabrik AG.
Bastei (Ⴁასტაჲ) — მთა Ⴑაქსონიის Ⴘვეჲცარიაში (Ⴂერმანია);
Bauch von Berlin (Ⴁერლინის მუცელი) — ქალაქის მიწისქვეშა ნაწილი Ⴀლექსანდერპლატცის ქვეშ.
Bauern-Theater («Ⴁაუერნ–Ⴇეატერ» Ⴂარმიშ–Ⴎარტენკირხენში) — სახალხო თეატრი, რომელშიც იდგმება პიესები გლეხებზე ბავარიულ დიალექტზე.
Bauernfrüstuck — გლეხური საუზმე: ღორის ქონზე შემწვარი კარტოფილი, მოსხმული კვერცხით.
Bauhaus (ბაუჰაუსი) — არქიტექტურული მიმართულება, რომელიც ჩამოყალიბდა მშენებლობის და მხატვრული აგების უმაღლეს სკოლაში, და რომელიც ხელს უწყობს ფუნქციონალიზმის განვითარებას; მისი გამოჩენილი წარმომადგენლები არიან Ⴅ. Ⴂროპიუსი და Ⴊ. Ⴋის ვან დერ Ⴐოე.
Bauhaus-Archiv («Ⴁაუჰაუს Ⴀრქივი») — ხელოვნების მუზეუმი Ⴃესაუში.
Bauknecht GmbH («Ⴁაუკნეხტ ႢმბჀ») — ფირმა Ⴘტუტგარტში, რომელიც აწარმოებს საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხელსაწყოებს.; სახელდებულია დამაარსებლის გვარიდან.
BAUMA («Ⴁაუმა») (შემოკ. Baumaschinenausstellung-დან) — სამშენებლო მანქანების და სამშენებლო ტექნიკის საერთაშორისო ბაზრობა Ⴋჲუნხენში.
Baumblütenfest — ხეხილის ყვავილობის ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაული; აღინიშნება მაისში ქ. Ⴅერდერში.
Baumkuchen — ფხვიერი ტორტი მრგვალი კოშკის სახით.
Bausparen — საბინაო მშენებლობის სახსრების დაგროვება.
Bautzen (Ⴁაუტცენი) — Ⴆემო (მთიანი) Ⴊაუზიტცის (Ⴑაქსონიის მხარე) მთავარი ქალაქი; მდებარეობს მდინარე Ⴘპრეეზე; 45 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია ლითონდამუშავება, ვაგონმშენებლობა, ქაღალდის მრეწველობა.
Bavaria mit Ruhmeshalle (Ⴁავარია Ⴎანთეონით) — ქალის ბრინჯაოს ქანდაკება, Ⴁავარიის განსახიერება; ქალაქ Ⴋჲუნხენის სიმბოლო; ჩამოსხმულია Ⴔ. Ⴋილერის მიერ Ⴘვანტჰალერის მოდელის მიხედვით და დადგმულია 1850 წ.; სიმაღლე 30 მ.; 1853 წ. ძეგლის გვერდით შეიქმნა პანთეონი, სადაც გამოფენილია Ⴁავარიის გამოჩენილი მოღვაწეების ბჲუსტები.
Bayer AG («Ⴁაჲერ ႠႢ») — ქიმიური კომპანია, დაარსებული 1863 წ. Ⴊევერკუზენში; 1952 წლამდე შედიოდა ქიმიურ კონცერნ «Ⴈ. Ⴂ. Ⴔარბენინდუსტრი» –ში.
Bayer 04 Leverkusen TSV («Ⴁაჲერ 04 Ⴊევერკუზენ ႲႱႴ») — Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1904 წ.
Bayer 05 Uerdingen FC («Ⴁაჲერ 05 Ⴄრდინგენ ႴႩ») — Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴙრდილოეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1905 წ.
Bayerische Motorenwerke — იხ. BMW.
Bayerische Alpen (Ⴁავარიის Ⴀლპები) — Ⴙრდილოეთის Ⴉირიანი Ⴀლპების ნაწილი Ⴂერმანიის ტერიტორიაზე.
Bayerische Staatsbibliothek in München (Ⴁავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა Ⴋჲუნხენში) — დაარსებულია 1558 წ.; Ⴄვროპაში ერთერთი უმსხვილესი ბიბლიოთეკა; ითვლის 6 მილიონ ტომს.
Bayerische Staatsoper (Ⴁავარიის სახელმწიფო ოპერა) — მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო საოპერო თეატრი; 1997 წლიდან მასში ტარდება ყოველწლიური საოპერო ფესტივალი.
Bayerischer Maximiliansorden für Wissenschaft und Kunst (Ⴁავარიის Ⴋაქსიმილიანეს ორდენი მეცნიერებისათვის და ხელოვნებისათვის) — Ⴁავარიის მხარის სახელმწიფო ჯილდო, დაარსებული 1980 წ.
Bayerischer Verdienstorden (Ⴁავარიის Ⴃამსახურების ორდენი) — Ⴁავარიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, დაარსებული 1957 წ.
Bayerischer Wald (Ⴁავარიის Ⴒყე) — Ⴋთები Ⴁავარიის მხარეში; ეროვნული პარკი.
Bayerisches Armeemuseum (Ⴁავარიის სამხედრო მუზეუმი) — განლაგებულია ჰერცოგის 15 ს. სასახლეში; წარმოდგენილია სამხედრო ისტორიის ობიექტები გვიანდელ შუასაუკუნეებიდან ჩვენს დრომდე.
Bayerisches Meer («Ⴁავარიის ზღვა») — ტბა Ⴉიმზეეს ხატოვანი სახელწოდება.
Bayerisches Nationalmuseum (Ⴁავარიის ეროვნული მუზეუმი) — შექმნილია 1855 წ. Ⴋაქსიმილიან II–ის მიერ, რომელმაც მიუძღვნა იგი Ⴁავარიის კულტურას და ხალხურ ხელოვნებას.
Bayern (Ⴁავარია) — Ⴂერმანიის უდიდესი ფედერალური მხარე, ფართობი 70 554 კვ. კმ., მოსახლეობა 11,77 მლნ., ადმინისტრაციური ცენტრი Ⴋჲუნხენი; მის ტერიტორიაზე მდებარეობენ Ⴀლპები ყველაზე მაღალ მწვერვალით Ⴚუგ–Ⴘპიტცე (2962 მ.), მთები Ⴁავარიის Ⴒყე, მდინარეები Ⴃუნაი, Ⴋაჲნი შენაკადებით, თვალწარმტაცი ტბებით; მრეწველობა: ელექტროტექნიკური, ავტომშენებლობა, ნავთობგადამუშავება, მინის ქარხნები და ფაიფურის საწარმოები, მეღვინეობა, ტრადიციული დარგი — ლუდის ხდა; მეცნიერულ–კვლევითი ინსტიტუტები (მ. შ. Ⴋაქს Ⴎლანკის სახელობის Ⴎლაზმის ფიზიკის ინსტიტუტი), უნივერსიტეტები, მრავალრიცხოვანი მუზეუმები (Ⴁავარიის ეროვნული მუზეუმი, Ⴛველი და Ⴀხალი Ⴎინაკოთეკები და სხვ.), თეატრები, მონასტრები და ეკლესიები.
Bayern (Ⴁავარები / ბავარიელები) — 1. გერმანელთა ტომი; 2. Ⴁავარიის მკვიდრნი.
Bayern München FC («Ⴁაჲერნ Ⴋჲუნხენ ႴႩ») — Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; Ⴂერმანიის მრავალგზის ჩემპიონი და Ⴙემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
Bayernkurier («Ⴁაჲერნკურირი») — ყოველდღიური გაზეთი, გამომავალი Ⴋჲუნხენში ტირაჟით 153 600 ეგზემპლჲარი; ႵႱႩ–ის ორგანო.
Bayreauth (Ⴁაჲროჲტი) — ქალაქი Ⴁავარიაში, Ⴐიხარდ Ⴅაგნერის სამშობლო; 1876 წლიდან ქალაქში ტარდება მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო ფესტივალი.
Bayreuther Festspiele (Ⴁაჲროჲტის ფესტივალი) — მსოფლიოში უდიდესი საოპერო ფესტივალი ქ. Ⴁაჲროჲტში (Ⴁავარია); შენობა, რომელშიც 1876 წლიდან ტარდება ფესტივალი, აშენებულია Ⴐიხარდ Ⴅაგნერის პროექტით; ფესტივალის რეპერტუარშია მისი ათი მთავარი ოპერა.
Bayrischkraut (კომბოსტო ბავარიულად) — მოშუშული კომბოსტო ღორის ქონით, შაქრით და ძმრით.
BDA (ႡႣႠ) — იხ. Bundesvereinigung der Deutschen Arbeitgeberverbande.
BDI (ႡႣႨ) — იხ. Bundesverband der Deutschen Industrie.
BdV — იხ. Bund der Vertriebenen.
Beamter (ჩინოსანი) — მოსამსახურე, რომლის დათხოვა სამსახურიდან დაუშვებელია და რომელსაც აქვს უფლება პენსიაზე.
Beethoven-Denkmal (Ⴁეთჰოვენის ძეგლი) — უდიდესი გერმანელი კომპოზიტორის Ⴊ. Ⴅ. Ⴁეთჰოვენის (1770–1827 წწ.) ძეგლი Ⴁონში; მის ზეძირკველში ამოქოლილია მე–9 სიმფონიის და Ⴑაზეიმო მესის პარტიტურები.
Beethoven-Halle (Ⴁეთხოჰოვენჰალე) — საფესტივალო დარბაზი Ⴁონში; შენობის წინ დადგმულია Ⴁეთჰოვენის ძეგლი, შესრულებული Ⴉლაუს Ⴉამერიხის მიერ (1986 წ.).
Beethovenhaus (Ⴁეთჰოვენის სახლ–მუზეუმი) — აქ ინახება Ⴁეთჰოვენის პარტიტურები, მისი პორტრეტები, და აგრეთვე სასმენი მილაკების კოლექცია, რომელიც მოაგონებს კომპოზიტორის ტრაგედიას (სიყრუეს).
Beigeordneter (ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი) — აღმასრულებელი ორგანოს წევრი რაიონული დაქვემდებარების ქალაქებში და თემებში.
Bekenntnisschule (კონფესიული სკოლა) — ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ერთმორწმუნე ბავშვებისათვის.
Bellevue (Ⴁელვჲუ) — სასახლე Ⴁერლინში; Ⴂერმანიის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენცია.
Benz Carl Friedrich (Ⴁენცი Ⴉარლ Ⴔრიდრიხი) (1844–1929 წწ.) — გერმანელი ინჟინერი და მაწერმე.
Benz & Cie AG («Ⴁენც უნდ Ⴉº ႠႢ») — საავტომობილო კომპანია; დაარსებულია 1883 წ. ინჟინერ Ⴉ. Ⴔ. Ⴁენცის მიერ; 1926 წ. შეუერთდა «Ⴃაჲმლერ–Ⴁენც ႠႢ» –ს.
Berchtesgadener Land n (Ⴁერხტესგადენერ Ⴊანდ) — მთის ქვაბული თვალწარმტაცი ტბით Ⴉჲონიგზეე Ⴁავარიაში.
Bereitschaftspolizei (მორიგე პოლიცია) — მის ამოცანაში შედის ახალი საპოლიციო კადრების მომზადებაზე ზრუნვა, დაცვითი და სისხლის სამართლის პოლიციებისათვის დახმარების გაწევა დიდი სპორტული ღონისძიებების, ოფიციალური ვიზიტების, გამოფენების, დემონსტრაციების ჩატარების დროს, და აგრეთვე კატასტროფების შემთხვევაში.
Bergen-Belsen (Ⴁერგენ–Ⴁელზენი) — ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი ქ. Ⴚელეს მახლობლად Ⴕვემო Ⴑაქსონიაში, შექნილი 1940 წ.; 50 000 მსხვერპლი.
Bergisches Land (Ⴁერგიშეს Ⴊანდ) — მთიანი ადგილი ქ. Ⴉჲოლნის აღმოსავლეთით.
Berlin (Ⴁერლინი) — Ⴂერმანიის დედაქალაქი და ამავე დროს ფედერალური მხარე; ქვეყნის უდიდესი ქალაქი; ფართობი 882 კვ. კმ., მოსახლეობა 3,44 მილიონი ადამიანი; მდებარეობს მდინარე Ⴘპრეეს შესართავთავის ადგილას მდინარე Ⴞაფელთან სანაოსნო არხებზე, რომლებიც აერთებენ Ⴁერლინს მდინარეებ Ⴄლბასთან და Ⴍდერთან; უდიდესი სამრეწველო, კულტურული და მეცნიერული ცენტრი; ნაცისტური Ⴂერმანიის მე–2 მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ Ⴁერლინის ტერიტორია იყო გაყოფილი ႱႱႰႩ, ႠႸႸ, Ⴃიდი Ⴁრიტანეთის და Ⴑაფრანგეთის სექტორებად; Ⴂერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში 1949 წ. 7 ოქტომბერს გამოცხადდა Ⴂერმანიის Ⴃემოკრატიული Ⴐესპუბლიკა დედაქალაქით Ⴁერლინში (საბჭოთა სექტორი); 1961 წ. იქნა აღმართული Ⴁერლინის კედელი (Berliner Mauer); ႢႣႰ და ႢႴႰ გაერთიანების შემდეგ 1990 წ. 3 ოქტომბერს ფედერალური დედაქალაქის სტატუსი Ⴁონიდან გადაინაცვლა Ⴁერლინში; Ⴁერლინი პრეზიდენტის და ფედერალური ხელისუფლების ადგილსამყოფელოა; აქ მდებარეობენ: უნივერსიტეტები (Humboldt-Universität, Freie Universität, Technische Universität), 30 თეატრი (Deutsche Oper, Deutsche Staatsoper Unter den Linden, Komische Oper, Berliner Ensemble), 70 მუზეუმი, მრავალრიცხოვანი გელერეები, ზოოპარკები, 13–15 სს. გოტიკური ეკლესიები და ბაროკოს სტილის 17–19 სს. კლასიკური ანსამბლები; ღირსშესანიშნაობებს შორის არის Ⴁერლინის ტაძარი, Ⴁრანდენბურგის ჭიშკარი (Brandenburger Tor), Ⴜმ. Ⴌიკოლოზის ეკლესია, შადრევანი «Ⴌეპტუნი», «Ⴋუზეუმების კუნძული» (Museumsinsel) и Ⴎერგამოს მუზეუმი (Pergamon-Museum), Altes-Museum, Berliner Kunstgewerbemuseum, Bode-Museum, Deutsches Theater, Friedrichshain, Friedrichstadt-palast.
Berlinale («Ⴁერლინალე») — ყოველწლიური (1950 წლიდან) საერთაშორისო კინოფესტივალი Ⴁერლინში; მთავარი პრიზი — «Ⴁერლინის ოქროს დათვი».
Berliner Ecke («ბერლინული კუთხე») — ძველებური არქიტექტორული ელემენტი, რომელიც მე–19 ს. იხმარებოდა Ⴁერლინში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროს; ეს არის ორი ქუჩის გზაჯვარედინზე მდგარი შენობის მოჭრილი კუთხე; კუთხე მორთულია აივნებით, ლოჯიებით და ა. შ.
Berliner Ensemble («Ⴁერლინერ ანსამბლი») — დრამატული თეატრი; დაარსებულია 1949 წ. Ⴁერლინში Ⴁერტოლდ Ⴁრეხტის და Ⴄ. Ⴅაჲგელის მიერ როგორც ანტინაცისტური და ანტიმილიტარისტული მიმართულების თეატრი; Ⴂერმანიის ერთერთი წამყვანი დოამატული თეატრი.
Berliner Karpfen (ბერლინური კობრი) — ჩურთვილი კობრი; ჩვეულებრივ ჭამენ საახალწლო ღამეს.
Berliner Kunstgewerbemuseum (Ⴁერლინის Ⴃართული ხელოვნების მუზეუმი) — შენობა აშენებულია 1985 წ. Ⴐ. Ⴂუტბროდის პროექტით; მასში გამოფენილია ოქროს ნივთკბი, ქსოვილები, სურათები, მინა, ავეჯი (ადრეულ შუასაუკუნეებიდან ჩვენ დრომდე); სუფრის ვერცხლის სერვიზი ბერლინური საქალაქო სასახლიდან და Ⴅელფების (11 ს. ბავარული სათავადო გვარი) სახელგანთქმული განძი.
Berliner Mauer (Ⴁერლინის კედელი) — გადამღობი ნაგებობების სისტემა ႢႣႰ და Ⴃასავლეთ Ⴁერლინს შორის საერთო განფენილობით 162 კმ.; აგებულია ႢႣႰ მოსახლეობის Ⴃასავლეთში მასიური გადენის აღკვეთის მიზნით; ႢႣႰ პოლიტიკური ცვლილებების შედეგად 1990 წ. კედელი დაშალეს; კედლის ნარჩენები შენარჩუნებულია როგორც ძეგლი.
Berliner Morgenpost («Ⴁერლინერ Ⴋორგენპოსტი») — Ⴁერლინში 180 ათასიანი ტირაჟით გამომავალი ყოველდღიური გაზეთი.
Berliner Ofen — კაფელის დიდი ღუმელი თავთავიანი ბადეს გარეშე, რომლის კარები იხრახნება და ღუმელი დიდ ხანს ინარჩუნებს სითბოს.
Berliner Pfannkuchen (ბერლინური ფუნთუშები) — ფუნთუშები სხვადასხვა გვარი ხილის საჩურთით; მათ ჩვეულებრივ ჭამენ წინასაახალწლო ღამეს; ერთ–ერთი ფუნთუში ივსება მდოგვით.
Berliner Ring (Ⴁერლინის რგოლი) — რგოლისებრი გზა Ⴁერლინის გარშემო.
Berliner Schnauze (ბერლინური დიალექტი) — Ⴎოტსდამის, Ⴍდერის Ⴔრანკფურტის, Ⴉოტბუსის, ნაწილობრივ Ⴘვერინის და Ⴌოჲბრანდენბურგის ოლქების ენა.
Berliner Volksbühne (Ⴁერლინის სახალხო თეატრი) — ერთ–ერთი უძველესი Ⴁერლინში; დაარსებულია 1915 წ.; 20–ან წლებში მასში თამაშობდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორც Ⴋ. Ⴐაჲხარდტი და Ⴄ. Ⴎისკატორი.
Berliner Weiße — ბერლინური ნათელი ლუდი.
Berliner Weiße mit Schuß (ბერლინური ნათელი) — ლუდი ჟოლოს სიროფის დამატებით.
Berliner Zeitung («Ⴁერლინერ Ⴚაჲტუნგი») — Ⴁერლინში 258 ათასიანი ტირაჟით გამომავალი ყოველდღიური გაზეთი.
Berliner Zimmer n (ბერლინური ოთახი) — კუთხის გასავლელი ოთახი ერთი გვერდითი ფანჯრით; ესეთი ოთახები იყო დამახასიათებელი მე–19 ს. მე–2 ნახევრის Ⴁერლინის გაშენებისთვის; ზოგი ასეთი ოთახი შემორჩენილია Ⴁერლინის ძველ სახლებში.
Berlin-Krise (Ⴁერლინის კრიზისი) — სიტუაცია, რომელიც წარმოიშვა Ⴑაბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 1948 წ. ივლის–1949 წ. მაისში ჩატარებულ ღონისძიებების შედეგად: დასავლურ საოკუპაციო ზონებს და Ⴃასავლეთ Ⴁერლინს შორის გადაზიდვის კონტროლის გაძლიერებამ მიიყვანა Ⴁერლინის დასავლური სექტორების სახმელეთო ბლოკადამდე.
Berlin (West) (Ⴃასავლეთი Ⴁერლინი) — იხ. Westberlin.
Berolina (Ⴁეროლინა) — ქალაქ Ⴁერლინის ლათინიზირებული სახელწოდება.
Bertelsmann AG («Ⴁერტელსმან ႠႢ») — მსოფლიოში ყველაზე დიდი საგამომცემლო კონცერნი; დაარსებულია 1935 წ. Ⴉ. Ⴁერტელსმანის მიერ; გამომცემლობის ცენტრი მდებარეობს ქ. Ⴂჲუტერსლოში; 1950–1980 წწ. გააერთიანა 100–ზე მეტი პოლიგრაფიული ფირმა ქვეყანაში და საზღვარ გარეთ; უშვებს მხატვრულ, მეცნიერულ, საცნობარო, სასწავლო და სხვა ლიტერატურას.
Bertelsmann Jugendbuchverlag («Ⴁერტელსმან ჲუგენდ ფერლაგი») — იხ. Bertelsmann AG.
Bertelsmann-Konzern m (Ⴁერტელსმანის კონცერნი) — იხ. Bertelsmann AG.
Bertelsmann Kunstverlag («Ⴁერტელსმან კუნსტფერლაგი») — იხ. Bertelsmann AG.
Bertelsmann Lexikon-Verlag («Ⴁერტელსმან ლექსიკონფერლაგი») — იხ. Bertelsmann AG.
Bertelsmann Sachbuchverlag («Ⴁერტელსმან ზახბუხფერლაგი») — იხ. Bertelsmann AG.
Bertelsmann Verlag («Ⴁერტელსმან ფერლაგი») — იხ. Bertelsmann AG.
Berufsschule (პროფესიული სასწავლებელი) — ამზადებს კვალიფიცირებულ მუშებს და მოსამსახურეებს; სწავლის ვადა სამ წლამდე.
Berufsaufbauschule — საღამოს პროფესიული სკოლა, რომელშიც ხორციელდება სხვადავხსხვა პროფილის კვალიფიცირებული მუშების დაჩქარებული მომზადება.
Berufsverbote (აკრძალვა პროფესიებზე) — სამსახურეობრივ–სამართლებრივი წესდების შეცვლის კანონის არაოფიციალური სახელწოდება.
Besatzungsstatut (Ⴑაოკუპაციო სტატუტი) — ხელმოწერილია ႠႸႸ, Ⴃიდი Ⴁრიტანეთის, Ⴑაფრანგეთის Ⴓმაღლესი კომისრების და ႢႴႰ კანცლერის Ⴉ. Ⴀდენაუერის მიერ; ძალაში შევიდა 1949 წ. 21 სექტემბერს; ბევრ საკითხში ზღუდავდა ႢႴႰ სუვერენიტეტს; დაკარგა ძალა «ႢႴႰ და სამ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ხელშეკრულების» დადების შემდეგ.
Bescherung — საჩუქრების ჩუქება Ⴘობის დღესასწაულზე.
Bevin-Plan (Ⴁევინის გეგმა) — ითვალისწინებდა ბიზონიების შექმნას და Ⴂერმანიის დაჩქარებულ განხეთქილებას (სახელდებულია ინგლისელ საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით).
BfV — იხ. Bundesamt fur Verfas-sungsschutz.
BGS — იხ. Bundesgrenzschutz.
Bibliographisches Institut AG («Ⴁიბლიოგრაფიული ინსტიტუტი ႠႢ») — საცნობარო ლიტერატურის გამომცემლობა, დაარსებული 1953 წ. ქ. Ⴋანჰაჲმში.
Bielefelder Appell (Ⴁილეფელდის მოწოდება) — Ⴂერმანული პროფკავშირების გაერთიანების 1979 წ. დეკემბრის მოწოდება ႢႴႰ ტერიტორიაზე ამერიკული ფრთოსანი რაკეტების და საშუალო სიშორის რაკეტების განლაგების წინააღმდეგ ႬႠႲႭ–ს Ⴑაბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
Bienenstich (ბინენშტიხი) — ღვეზელი, რომლის ქერქი შესდგება გახეხილ ნუშისგან, კარაქისგან, თაფლისგან და შაქრისგან.
Bierdeckel — იხ. Bieruntersatz.
Bierschnauzer (რიზენშნაუცერი, ლუდის შნაუცერი) — რიზენშნაუცერის ხუმრობითი სახელწოდება, რომელიც იყო ძალიან პოპულარული მჲუნხენელ ლუდის მხდელებში მე–20 ს. დასაწყისში.
Bieruntersatz (ლუდის ქვესადგამი) — მრგვალი ან სხვა ფორმის მუყაოს ქვესადგამი ლუდის სირჩის ქვეშ.
Bierzeit (ლუდის დრო) — სადილსა და ვახშამს შუა დროის სახელწოდება Ⴋჲუნხენში, როდესაც მსუბუქ საჭმელთან ერთად სვამენ ლუდს.
Bild («Ⴁილდი») — Ⴠამბურგში Ⴀქსელ Ⴘპრინგერის კონცერნში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი; ტირაჟი 4,7 მლნ. ეგზემპლარი.
Bild am Sonntag (BamS) («Ⴁილდ ამ ზონტაგი») — Ⴠამბურგში გამომავალი კვირის ილუსტრირებული გაზეთი; დაარსებულია 1956 წ.; ტირაჟი 2,6 მლნ. ეგზემპლარი.
Bildstock (ბილდშტოკი / მოსახსენებელი) — სამახსოვრო ნიშანი წმინდანის გამოსახულებით უბედური შემთხვევის ადგილზე; ხშირია სამხრეთ Ⴂერმანიაში და Ⴀვსტრიაში.
Binger Loch (Ⴁინგენის ხვრელი, Ⴁინგენის ორმო) — ადგილი, სადაც Ⴐაჲნი იკაფავს გზას კლდეში მდინარის ხეობის შავიწროებულ ნაკვეთზე.
Bio-Bauer (ბიო–გლეხი) — სოფლის მეურნეობის მუშაკი, რომელიც არ იყენებს ქიმიურ სასუქს და მცენარეების დაცვის ქიმიურ საშუალებებს.
Bio-Produkt (ბიო–სურსათი) — სოფლის მეურნეობის ნაწარმი, მოყვანილი ქიმიკატების გამოუყენებლივ.
Bischof (ეპისკოპოსი) — 1. ეპისკოპოსი; 2. ცივი სასმელი, შემდგარი შაქრიან წითელი ღვინისგან, მიხაკისგან და ფორთოხლის ქერქისგან.
Bismarckhering (ბისმარკჰერინგი) — ქ. Ⴘრტალზუნდის მაცხოვრებლებმა 1880 წ. მიმართეს კანცლერ Ⴁისმარკს თხოვნით ნება დაერთო დამუჟუჟებული ქაშაყის სუკებისთვის ასეთი სახელის შერქმევა.
Bismarckeiche — მოგრძო ბისკვიტის ტორტი საცხით.
Bi-Zone (ბიზონია) — გაერთიანებული ამერიკული და ინგლისური საოკუპაციო ზონების სახელწოდება 1946—1949 წწ.
ВКА — იხ. Bundeskriminalamt.
Blanke Hans («ბლანკე Ⴠანსი») — ღელვის დროს Ⴙრდილოეთის ზღვის ხატოვანი სახელწოდება.
Blau-Weiß Berlin SpVg («Ⴁლაუ–Ⴅაჲს Ⴁერლინ ႱპႴგ») — საფეხბურთო კლუბი.
Blaue Minna (ლურჯი Ⴋინა) — პატიმრების გადასაყვანი საპოლიციო მანქანა Ⴐურის ოლქში (სახელდებულია მანქანის ფერიდან).
Blaue «Umweltengel» (ეკოლოგიური ნიშანი «Ⴊურჯი ანგელოზი») — საქონლის სიმბოლო, რომელიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების საფუძველზე, უხმაურო დაზგებზე და ხელსაწყოებზე.
Blauer Brief (ლურჯი წერილი) — 1. შეტყობინება სამსახურიდან დათხოვნაზე ან გადადგომაზე; 2. წერილი სკოლიდან მშობლებს მოწაფის ჩამორჩენაზე ან ცუდ ყოფაქცევაზე.
Blauer Heinrich (ლურჯი Ⴠენრიხი) — 1. ჯარ., ჟრგ. უჩენჩო ქერის ფაფა; 2. სალ. მოხდილი რძე.
Blauer Peter (ლურჯი Ⴎეტერი) — საზ. ჟრგ. სასიგნალო ალამი გემზე, რომელიც აღიმართება საალმე ჭოკზე გემის ნავსადგურიდან გასვლის 24 საათით ადრე (სახელდებულია ალმის ფერისგან).
Blaupunkt («Ⴁლაუპუნქტი») — რადიოსაქონლის გამომშვებ ფირმა Blaupunkt Werke GmbH–ს სავაჭრო ნიშანი.
Bleisoldaten (კალის ჯარისკაცები) — კალისგან დამზადებული ჯარისკაცების პატარა სათამაშო ფიგურები; ხშირად აგროვებენ კოლექციად.
Blinder Hund (ბლინდერ ჰუნდ / ბრმა ძაღლი) — სალ. ყავა ურძეოდ.
Blockade der Westsektoren Berlins («Ⴁერლინის დასავლეთის სექტორების ბლოკადა») — იხ. Berlin-Krise.
Blohm & Voß AG («Ⴁლომ უნდ Ⴔოსს ႠႢ») — ერთ–ერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო ფირმა; დაარსებულია 1877 წ. Ⴠამბურგში.
Blumenstadt Erfurt (ყვავილების ქალაქი Ⴄრფურტი) — ქ. Ⴄრფურტის სახელწოდება; აქ ყოველწლიურად ტარდება მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა ႨႢႠ.
BMW (შემ. Bayerische Motorenwerke AG–დან) (ႡႫႥ «Ⴁაჲრიშე მოტორენვერკე ႠႢ», Ⴋჲუნხენი) — ერთ–ერთი უმსხვილესი საავტომობილო ფირმა, დაარსებული 1916 წ. Ⴋჲუნხენში, სადაც არსებობს BMW-Museum–იც, მიძღვნილი სახელგანთქმულ ავტომობილსადმი.
BND (ႡႬႣ) — იხ. Bundesnachrichtendienst.
Bochum (Ⴁოხუმი) — ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ–Ⴅესტფალიის მხარეში; 410 ათასი მაცხოვრებელი; მანქანათმშენებლობა, ელექტრო– და ქიმიური მრეწველობები; სატრანსპორტო კვანძი; უნივერსიტეტი, ობსერვატორია; დრამატული თეატრი.
Bochum VfL («Ⴁოხუმ ႴႴႪ») — Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1848 წ.
Bockbier (ბოკბირი) — მაგარი ლუდი, რომელსაც აწარმოებენ ძირითადად Ⴁავარიაში.
Bockwurst (ბოკვურსტი) — ცხელი სარდელი, რომელსაც მიირთმევენ ლუდ Bockbier–თან ერთად; ტრადიციული კერძი Ⴋაცხოვრის Ⴑხეულის Ⴃღესასწაულის დროს.
Bode-Museum («Ⴁოდე–Ⴋუზეუმი») — Ⴁერლინის ერთ–ერთი მუზეუმი; აშენებულია 1897–1904 წწ. არქიტექტორ Ⴈნეს მიერ; ატარებს თავისი დამაარსებლის Ⴅ. ფონ Ⴁოდეს სახელს; მუზეუმში არის განყოფილებები: ეგვიპტური, ადრექრისტიანულ–ბიზანტიური, დართული ხელოვნების; გერმანული ფერწერული და საქანდაკო ნაწარმოებების კრებული.
Bodensee (Ⴁოდენის თბა) — ერთ–ერთი უმსხვილესი და უმშვენიერესი ტბა Ⴀლპებისწინეთში Ⴂერმანიის, Ⴀვსტრიის და Ⴘვეჲცარიის საზღვარზე ზღვის დონიდან 395 მ.; მას უწოდებენ აგრეთვე Ⴘვაბურ ზღვას (das Schwabische Meer); ტბის ფართობი 538,5 კვ. კმ., სიგრძე 63,5 კმ., სიგანე 14 კმ., სიღრმე 252 მ.; ტბის ნაპირებზე მდებარეობენ ქალაქები: Ⴔრიდრიხსჰაფენი (Ⴂერმანია), Ⴐორშახი (Ⴘვეჲცარია), Ⴁრეგენცი (Ⴀვსტრია).
Bodenwerder (Ⴁოდენვერდერი) — ქალაქი მდინარე Ⴅერდერზე, Ⴋჲუნხჰაუზენის ქალაქი; ბარონი Ⴋჲუნხჰაუზენი — ომში და ნადირობაზე ფანტასტიკური თავგადასავლების და წარმოუდგენელი შემთხვევების მოთხრობების გმირი; მოთხრობების ციკლის «Vademecum für lustige Leute» ავტორად ითვლება ერთ–ერთი ქვემოსაქსონიური გვარის წარმომადგენელი Ⴉარლ Ⴈერონიმ Ⴔრიდრიხ Ⴋჲუნხჰაუზენი (1720–1797 წწ.); მისი მოთხრობები გამოცემული იყო ჯერ ინგლისურ ენაზე, მაგრამ შემდგომ Ⴂოტფრიდ Ⴁჲურგერმა ხელმეორედ გადმოთარგმნა გერმანულ ენაზე და გამოსცა უსახელოდ სათაურით: «Ⴁარონ Ⴋჲუნხჰაუზენის სასწაულებრივი მოგზაურობები ზღვაზე და ხმელეთზე და მხიარული თავგადასავლებები»; Ⴋჲუნხჰაუზენის სახელი გახდა საზოგადო და იხმარება «მატყუარას», «მკვეხარას» მნიშვნელობით; ქალაქში არის შადრევანი «Münchhausen-Brunnen»; ყოველწლიურად მაისიდან ოქტომბრამდე ქალაქში მიმდინარეობს Münchhausenspiele.
Bohmerwald (Ⴁოჰემიის Ⴒყე) — მთები Ⴁოჰემიის სამხრეთაღმოსავლეთით; იჭიმება Ⴂერმანიის, Ⴀვსტრიის და Ⴙეხეთის საზღვრის გასწვრივ; სიგრძე 250 კმ.
Bohnenfest (Ⴚერცვის Ⴋეფის Ⴃღესასწაული) — Ⴖვთის Ⴂამოცხადების Ⴃღეს სადღესასწაულო ღვეზელში ცერცვის მარცვლის ჩადების ჩვეულება; მას, ვინც იპოვნის მარცვალს, აცხადებენ Ⴚერცვის Ⴋეფედ (Bohnenkönig); სრულდება სადღესასწაულო სიმღერა (Bohnenlied).
Bonbon (ბონ–ბონი) — ყოველგვარი სახის კარამელი, შაქრის ყინული და მსთ.
Bonn (Ⴁონი) — მსხვილი სატრანსპორტო კვანძი და ნავსადგური Ⴐაჲნზე (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ–Ⴅესტფალიის მხარე); 296 ათასი მაცხოვრებელი; 1949–1990 წწ. ႢႴႰ დედაქალაქი და მთავრობის ადგილსამყოფელო მის გადასვლამე Ⴁერლინში; უნივერსიტეტი (Rheinische Friedrich-Wilhelms-Universität Bonn), რომელთანაც დაუავშირებულია Ⴄ. Ⴋ. Ⴀრნდტის, Ⴀ. Ⴅ. Ⴘლეგელის, Ⴂ. Ⴠელმჰოლცის, Ⴂ. Ⴠერცის, Ⴉ. Ⴋარკსის, Ⴔ. Ⴌიცშეს, Ⴐ. Ⴘუმანის სახელები; Ⴊ. Ⴁეთჰოვენის სახლ–მუზეუმი, რომანული ტაძარი (11–13 სს.) და ა. შ.
Boonekamp (Ⴁოონეკამპი) — პოპულარული გერმანული ლიქიორი სამკურნალო თვისებებით.
Bootsmann (ბოცმანი) — ყაწიმიანი უნტეროფიცრის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑაზღვაო Ⴛალებში.
Börde (ბჲორდე) — Ⴙრდილოთ Ⴂერმანიის დაბლობის მოსავლიანი ბარი.
Borkum (Ⴁორკუმი) — კუნძული, Ⴀღმოსავლეთ Ⴔრიზეთის კუნძულების ერთ–ერთაგანი.
Borussia Dortmund BV («Ⴁორუსია Ⴃორტმუნდ ႡႴ») — Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1909 წ.
Borussia Mönchengladbach VfL («Ⴁორუსია Ⴋჲონხენგლადბახი ႴფႪ») — Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.
Borussia Fulda («Ⴁორუსია Ⴔულდა») — Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი.
Bosch-Konzern (Ⴁოშის კონცერნი) — ავტომანქანების ელექტროხელსაწყოების და დასაკომპლექტებელი მოწყობილობის წარმოების ერთ–ერთი უმსხვილესი კონცერნი; დაარსებულია 1917 წ. Ⴐობერტ Ⴁოშის მიერ ქ. Ⴘტუტგარტში; 1966 წლიდან კოოპერაციაშია Ⴑიმენსის კონცერნთან.
Boulette — ღორის ხორცის დანაყული კოტლეტი.
ВРА — იხ. Bundespresseamt.
Brandenburg (Ⴁრანდენბურგი) — ფედერალური მხარე Ⴂერმანიის აღმოსავლეთში; ფართობი 29 475 კვ. კმ., მოსახლეობის რაოდენობა 2,54 მლნ. ადამიანი; ადმინისტრაციული ცენტრი Ⴎოტსდამი; Ⴁრანდენბურგის ცენტრში მდებარნობს Ⴂერმანიის დედაქალაქი Ⴁერლინი, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულს ფედერალური მხარის უფლებებით; შუასაუკუნოვან Ⴂერმანიაში Ⴁრანდენბურგი — სათავადო (სამარკგრაფო); 1356 წლიდან — საკურფჲურსტო, რომელსაც 1415 წლიდან მართავდნენ Ⴠოგენცოლერნები; 1618 წ. გაერთიანდა Ⴎრუსიის საჰერცოგოსთან Ⴁრანდენბურგულ–Ⴎრუსულ სახელმწიფოში; მე–2 Ⴋსოფლიო ომის შემდეგ Ⴁრანდენბურგის ძირითადი ოლქები შევიდა საბჭოთა საოკუპაციო ზონაში; 1949–1952 წწ. — მხარე, 1952–1990 წწ. — ოლქი ყოფილ ႢႣႰ; განვითარებულია სოფლის მეურნეობა (ჭვავის და ზეთის კულტურების დამუშავება); განვითარებულია სატრანსპორტო მაქბანათმშენებლობა, ჩარხმშენებლობა, ელექტრონიკა, ოპტიკა, ქიმიური, კვების მრეწველობები.
Brandenburger Tor (Ⴁრანდენბურგის ჭიშკარი) — Ⴁერლინის სიმბოლო, მე–18 ს. არქიტექტურული ძეგლი; იგი ერთად–ერთი საქალაქო ჭიშკარია, რომელიც შემორჩა ჩვენ დრომდე; არქიტექტორმა Ⴉ. Ⴂ. Ⴊანგჰანსმა დააპროექტა იგი ბერძნულის ნიმუშით (1788–1791 წწ.); Ⴁერლინის Ⴉედლის აღმართვის შემდეგ ჭიშკარი იქცა Ⴂერმანიის გაყოფის სიმბოლოდ, 1990 წლიდან კი, კედლის დანგრევის შემდეგ, ქვეყნის კვლავ გაერთიანების სიმბოლოდ; ახლა მასზე კვლავ დგას შეკეთებული კვადრიგა Ⴂამარჯვების ქალღმერთით, მორთული არწივით და პრუსიული ჯვრით.
Brandt Willy (Ⴁრანდტი Ⴅილი) (ნამდვილი სახელი და გვარი Ⴠერბერტ Ⴉარლ Ⴔრამი) (1913–92 წწ.) — ႰႴႰ პოლიტიკური მოღვაწე, ႢႱႣႮ თავჯდომარე 1964 წლიდან, ფედერალური კანცლერი 1969–1974 წწ., Ⴑოციალისტური ინტერნაციონალის თავჯდომარე 1976 წლიდან.
Branntwein (ბრანტვაჲნი) — მაგარი ალკოჰოლური სასმელი; ცნობილია 1500 წლიდან.
Bratwurst — შემწვარი ძეხვი.
Braunschweig (Ⴁრაუნშვაჲგი) — ქალაქი ფედერალურ მხარეში Ⴕვემო Ⴑაქსონია; 259 ათასი მაცხოვრებელი; აქ აწარმოებენ მსოფლიოში ცნობილ ფოტოაპარატებს «Ⴐოლაჲ» (Rollei-Kameras) და პიანინოს «Ⴘიმელ» (die Schimmel-Pianos); უნივერსიტეტი (11 ს.), რომანული ტაძარი (12 ს.). Ⴠერცოგ Ⴀნტონ Ⴓლრიხის სახელობის მუზეუმი უძველესია Ⴄვროპაში.
Braunschweiger Zeitung («Ⴁრაუნშვაჲგერ Ⴚაჲტუნგი») — ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გამოდის ქ. Ⴁრაუნშვაჲგში (Ⴕვემო Ⴑაქსონიის მხარე) ტირაჟით 223 700 ეგზ.
BRD — იხ. Bundesrepublik Deutschland.
Brecht-Theater (Ⴁრეხტის თეატრი) — იხ. Berliner Ensemble.
Breisgau (Ⴁრაჲსგაუ) — გეოგრაფიული ოლქი Ⴁადენ–Ⴅჲურტემბერგის მხარეში.
Bremen (Ⴁრემენი) — 1. Ⴂერმანიის ყველაზე პატარა ფედერალური მხარე; ფართობი 404 კვ. კმ., მოსახლეობის რაოდენობა 685 ათასი მაცხოვრებელი; 2. ქ. Ⴁრემენი — ფედერალური მხარის Ⴁრემენის ადმინისტრაციული ცენტრი, მეორე (Ⴠამბურგის შემდეგ) საზღვაო ნავსადგური მდინარე Ⴅეზერის ქვემო დინებაში; მოსახლეობის რაოდენობა 533 ათასი მაცხოვრებელი; 1358 წ. შევიდა Ⴠანზის Ⴉავშირის შემადგენლობაში; ნედლი ბამბის, თამბაქოს, ბენზინის, ჩაის მსოფლიო ბაზარი; განვითარებულია მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა, ავიამშენებლობა, მეტალურგიული, ქიმიური, ხის დამამუშავებელი მრეწველობები; ქალაქის საბაზრო მოედანზე მდებარეობს Ⴜმ. Ⴎეტრეს 11–13 სს. რომანული ტაძარი, რატუშა Ⴀღორძინების ხანის ტრადიციებში და Ⴐოლანდის ქვის ქანდაკება («Bremer Roland») რაინდულ ჯავშანში, მახვილით და ფარით ხელში; იქვე გვერდზე დგას Ⴁრემენელი მუსიკოსების ძეგლი; ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებისგან აღსანიშნავია სახელგანთქმული Ⴁეხტერშტრასე ხელოვნების და გამოფენების ცენტრით, Ⴘნოორფირტელის კვარტალი ხელოსნების, ანტიკვარიატით მოვაჭრეების სახლებით და სხვ.
Bremer Grunkohl mit Pinkel (მწვანე კომბოსტო ძეხვით ბრემენულად) — ძეხვი მზადდება ღორის ქონისგან და ბურღულისგან; კარგად შეკაზმულია და შებოლილი.
Bremerhaven (Ⴁრემერჰაფენი) — ქალაქი Ⴁრემენის მხარეში, Ⴁრემენის ავანპორტი მდინარე Ⴅეზერის შესართავში; მოსახლეობა 133 ათასი მაცხოვრებელი; ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი სამგზავრო პორტი, თეზზის ნაზსადგური; განვითარებულია გემთმშენებლობა, თევზგადამამუშავებელი მრეწველობა; საზღვაო არსენალი.
Bremer Vulkan Verband AG («Ⴁრემერ Ⴅულკან ფერბანდ ႠႢ») — ერთერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო კომპანია Ⴂერმანიაში.
Bremische Burgerschaft (Ⴁრემენის საქალაქო საკრებულო) — ქალაქ–მხარე Ⴁრემენის პარლამენტი.
Breslau (Ⴁრესლაუ) — ქალაქი Ⴑილეზიაში; ამჟამად Ⴎოლონეთის შემადგენლობაში.
Briefbombe (წერილი–ბომბი) — წერილი ფეთქებადი მოწყობილობით, რომელსაც უგზავნიან ვინმეს დასახიჩრების მიზნით, შესაშინებლად და ა. შ.; გავრცელდა ბოლო წლებში ტერორისტების გააქტიურების პირობებში.
Brigadegeneral (ბრიგადის გენერალი) — გენერლის წოდება Ⴁუნდესვერში.
Brigitte («Ⴁრიგიტა») — ქალთა პოპულარული ჟურნალი; გამოიცემა Ⴘპრინგერის კონცერნის მიერ.
Brocken (Ⴁროკენი) — უმაღლესი მწვერვალი (1142 მ.) Ⴠარცის მთებში.
Brockhaus («Ⴁროკჰაუსი») — საგამომცემლო ფირმა, დაარსებული Ⴔ. Ⴀ. Ⴁროკჰაუსის მიერ 1805 წ.; 1984 წ. ფირმა «Ⴁიბლიოგრაფიული ინსტიტუტი ႠႢ» -თან გაერთიანების შემდეგ იმყოფება Ⴋანჰაჲმში; უშვებს ენციკლოპედიებს, საცნობარო და სპეციალურ ლიტერატურას.
Brockhaus Friedrich Arnold (Ⴁროკჰაუსი Ⴔრიდრიხ Ⴀრნოლდი, 1772–1823 წწ.) — გამომცემელი, სახელგანთქმული საგამომცემლო ფირმა «Ⴁროკჰაუსის» დამაარსებელი.
Brot für die Welt («Ⴎური მთელს მსოფლიოსათვის») — საქველმოქმედო აქცია, რომელიც ტარდება 1959 წლიდან Ⴘობის წინადღეს ევანგელიკური ეკლესიის მიერ.
Brotzeit (ბროტცაჲტი) — მსუბუქი საჭმელი საუზმესა და სადილს ან სადილსა და ვახშამს შუა.
Brown, Boveri & Cie. AG (ВВС) («Ⴁროუნ, Ⴁოვერი უნდ Ⴉ° ႠႢ» (ႡႡႱ) — Ⴘვეჲცარიის ერთ–ერთი უმსხვილესი მანქანათსამშენებლო და ელექტროტექნიკური კონცერნი, დაარსებული 1871 წელს ქალაქ Ⴅიტენტურში; 1901 წლიდან მისი შვილობილი კონცერნი იმყოფება ქალაქ Ⴋანჰაჲმში (Ⴁადენ–Ⴅჲურტემბერგის მხარე).
Brückenverlag GmbH Literatur-vertrieb Import Export («Ⴁრჲუკენ ფერლაგ ႢმბჀ ლიტერატურფერტრიბ იმპორტ–ექსპორტ» — გამომცემლობა ქ. Ⴃჲუსელდორფში.
Brühl (Ⴁრჲული) — ქ. Ⴊაჲპციგის კვარტალი, საბეწვეულო ვაჭრობის და ქურქის მკერაობის ერთ–ერთი ცენტრი.
Brühlsche Terrasse (Ⴁრჲულის ტერასა) — ქალაქ Ⴃრეზდენში მდინარე Ⴄლბის სანაპიროს სახელწოდება.
В. Schott’s Sohne Musikverlag («Ⴘოტს ზონე მუზიკფერლაგი») — მუსიკალური ლიტერატურის გამომცემლობა, დაარსებული 1770 წ. ქ. Ⴋაჲნცში.
Buchenwald (Ⴁუხენვალდი) — საკონცენტრაციო ბანაკი Ⴅაჲმარის მახლობლად (1937–1945 წწ.); 1958 წ. გახსნილია მემორიალური კომპლექსი.
Buchtel (ბუხტელი) — ღვეზელი ტკბილი საჩურთით Ⴑამხრეთ Ⴂერმანიაში და Ⴀვსტრიაში.
Buddenbrook-Haus («Ⴁუდენბროკების Ⴑახლი») — სახლ–მუზეუმი Ⴊჲუბეკში, რომელშიც დაიბადნენ სახელგანთქმული გერმანელი მწერლები Ⴠენრიხ და Ⴇომას Ⴋანები.
Bullrichsalz (Ⴁულრიხის მარილი) — სოდა, ძმარვის საწინააღმდეგო საშუალება, დარქმეული ბერლინელი მეაფთიაქის Ⴀ. Ⴅ. Ⴁულრიხის (1802–1859 წწ.) სახელით.
Buna-Werke Hüls GmbH («Ⴁუნა–ვერკე Ⴠჲულს ႢმბჀ») — ხელოვნური კაუჩუკის მაწარმოებელი ქიმიური ქარხანა ქ. Ⴘკოპაუში (Ⴑაქსონია–Ⴀნჰალტის მხარე), დაარსებული 1936 წ.; ქარხნის მფლობელები არიან «Ⴁაჲერ ႠႢ» и «Chemische Werke Hüls AG».
Bund der Deutschen Katholischen Jugend (Ⴉათოლიკური ახალგაზრდობის კავშირი) — კათოლიკური ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც შედის Ⴂერმანული ახალგაზრდული ორგანიზაციების ფედერალურ გაერთიანებაში.
Bund der Vertriebenen (BdV) (Ⴂანდევნილთა კავშირი) — დაარსებულია 1958 წ. იძულებით გადასახლებულების სხვადასხვა ორგანიზაციებისგან.
Bundesamt für Verfassungsschutz (BfV) (Ⴉონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება (ႩႣႴႳ) — აწარმოებს კონსტიტუციის დაცვაზე საბუთების შეგროვებას, ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს; მდებარეობს Ⴉჲოლნში; ურთიერთმოქმედებს კონსტიტუციის დაცვის სამხერეო ორგანოებთან.
Bundesarbeitsgericht (შრომითი დავების ფედერალური სამართლო) — შრომითი დავების საკითხებში უმაღლესი ინსტანციის სასამარლო; მდებარეობს Ⴄრფურტში.
Bundesbürger (ბუნდესბჲურგერი) — ფედერაციის მოქალაქე, Ⴂერმანიის მოქალაქე.
Bundesdorf (ბუნდესდორფი) (სიტყვ. ფედერალური სოფელი) — ႢႴႰ ყოფილი დედაქალაქის Ⴁონის უპატივცემულო სახელწოდება.
Bundesfinanzhof (ფედერალური საფინანსო სასამართლო) — ფინანსური ორგანოების გადაწყვეტილებებზე საჩივრების განსახილველი უმაღლესი სასამართლო.
Bundesgerichtshof (BGH) (Ⴓზენაესი სასამართლო პალატა) — უმაღლესი ფედერალური სასამართლო; მდებარეობს ქ. Ⴉარლსრუეში.
Bundesgrenzschutz (BGS) (Ⴔედერალური სასაზღვრო დაცვა (ႴႱႣ) — მის გამგებლობაში იმყოფება Ⴂერმანიის სახელმწიფო საზღვრის საპოლიციო დაცვა, საზღვარზე მიმოსვლაზე საპოლიციო კონტროლი; მისი ამოცანაა Ⴔედერალური პრეზიდენტის და Ⴔედერალური კანცლერის უწყებების, სამინისტროების, Ⴔედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვა.
Bundeskanzler (ბუნდესკანცლერი, ფედერალური კანცლერი) — Ⴂერმანიის მთავრობის თავჯდომარე.
Bundeskriminalamt (ВКА) (Ⴑისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური სამმართველო (ႱႱႮႴႱ) — დანაშაულებთან ბრძოლის ფედერაციასა და მხარეების ურთიერთმოქმედების ცენტრალური ბიურო რეზიდენციით Ⴅისბადენში და მთავარი სამმართველოთი Ⴁონში.
Bundesland (ფედერალური მხარე) — ადმინისტრაციული დაყოფის ერთეული; გააჩნია საკუთარი პარლამენტი (ლანდტაგი) და მთავრობა.
Bundesliga DFB (Ⴂერმანიის Ⴑაფეხბურთო Ⴉავშირის Ⴓმაღლესი ლიგა) — დაარსებულია 1949 წ.
Bundesmarine (ბუნდესმარინე) — ბუნდესვერის სამხედრო–საზღვაო ძალები.
Bundesnachrichtendienst (BND) (Ⴔედერალური სადაზვერვო სამსახური (ႡႬႣ) — Ⴂერმანიის გარეპოლიტიკური და სამხედრო დაზვერვის ცენტრალური ორგანო.
Bundespräsident (ბუნდესპრეზიდენტი, ფედერაციის პრეზიდენტი) — სახელმწიფოს მეთაური.
Bundespresseamt (ВРА) (Ⴁეჭდვითი სიტყვის და ინფორმაციის ფედერალური უწყება) — არის თავისებური შუამალი მთავრობასა და საზოგადოებრიობას შორის, აწყობს სამთავრობო პრეს–კონფერენციებს და ა. შ.
Bundesrat (ბუნდესრატი, ფედერალური საბჭო) — Ⴂერმანიის მხარეების წარმომადგენლობითი ორგანო; მონაწილეობს საკანონმდნბლო და აღმასრულებელ საქმიანობაში.
Bundesregierung (Ⴔედერალური მთავრობა) — აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო; შესდგება ფედერალური კანცლერისგან, ვიცე–კანცლერისგან და მინისტრებისგან.
Bundesrepublik Deutschland (BRD) (Ⴂერმანიის ფედერაციური Ⴐესპუბლიკა) — სახელმწიფო Ⴚენტრალურ Ⴄვროპაში; ეკვრის Ⴙრდილოეთის და Ⴁალტიის ზღვები; ტერიტორია 357 042 კვ. კმ.; მასახლეობა 81,3 მლნ. ადამიანი; ენა — გერმანული; მორწმუნეები — პროტნსტანტები და კათოლიკები; ფედერაციის შემადგენლობაშია 16 მხარე; სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი; მთავრობის მეთაური — ფედერალური კანცლერი; საკანონმდებლო ორგანო — ბუნდესტაგი; მხარეების საწარმომადგენლო ორგანო — ბუნდესრატი; დედაქალაქი Ⴁერლინი პრეზიდენტის, მთავრობის და ბუნდესტაგის ადგილსამყოფელოა; ლანდშაფტი: ჩრდილოეთში — Ⴙრდილოეთ Ⴂერმანიის დაბლობი ბორცვებით და ტბებით, სამხრეთით — მაღლობები და მთები (Ⴐაჲნის Ⴔიქალოვანი მთები, Ⴘვარცვალდი, Ⴒჲურინგიის Ⴒყე, Ⴠარცი, Ⴋადნიანი მთები), სამხრეთით — Ⴀლპების განშტოება; მსხვილი მდინარეები — Ⴐაჲნი, Ⴅეზერი, Ⴄლბა, Ⴍდერი; ეროვნული პარკები: Ⴁავარიის ტყე, Ⴁერხტესგადენი, მრავალრიცხოვანი ბუნებრიძი ნაკრძალები; Ⴂერმანია — მაღალგანვითარებული ინდუსტრიალური ქვეყანაა, მძლავრი ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, ელექტრონიკა, გამთმშენებლობა და ა. შ.; მაღალგანვითარებული სოფლის მეურნეობა; ფულის ერთეული — ევრო.
Bundestag (ბუნდესტაგი) — პარლამენტის ქვემო პალატა; ქვეყნის სახალხო წარმომადგენლობითი ორგანო; ირჩევა ოთხი წლით; ამოცანები: კანონშემოქმედება, ფედერალური კანცლერის არჩევა, კონტროლი მთავრობის საქმიანობაზე.
Bundesverband der Deutschen Industrie (BDI) (Ⴂერმანიის მრეწველობის ფედერალური კავშირი (ႡႣႨ) — Ⴂერმანიის მრეწველების უმსხვილესი გაერთიანება, დაარსებულია 1949 წ.
Bundesverdienstkreuz — იხ. Verdienstorden der Bundesrepublik Deutschland.
Bundesvereinigung der Deutschen Arbeitgeberverbande e.V. (BDA) (Ⴂერმანიის სამუშაოს მიმცემების კავშირის ფედერალური გაერთიანება (ႡႣႠ) — მდებარეობს Ⴉჲოლნში.
Bundesverfassungsgericht (BVG) (Ⴔედერალური საკონსტიტუცტო სასამართლო) — განსაკუთრებული სახელმწიფო ორგანო, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ძირითადი კანონის დაცვაზე: ამოწმებს ფედერალურ და სამხარეო კანონებს მათ შესაბამისობაზე ძირითად კონონთან, ადგენს, ხომ არ ეწინააღმდეგება ამა თუ იმ პარტიების მოქმედება კონსტიტუციას; შესდგება ორ სენატისგან (რვა რვა მოსამართლე თითოში): მოსამართლეების ერთ ნახევარს ირჩევს ბუნდესტაგი, მეორეს კი ბუნდესრატი; მოსამართლეების უფლებამოსილებაა 12 წელი; ხელახლა არჩევა დაუშვებელია; მდებარეობს Ⴉარლსრუეში.
Bundesversammlung (Ⴔედერალური კრება) — ფედერალური პრეზიდენტის ასარჩევი ორგანო; შესდგება ბუნდესტაგის და ლანდტაგების დეპუტატებისგან (თანაბარი რაოდენობა).
Bundesverwaltungsgericht (Ⴔედერალური ადმინისტრაციული სასამართლო) — Ⴂერმანიის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო; მდებარეობს Ⴊაჲპციგში.
Bundeswehr (Ⴔედერაციული თავდაცვა / Ⴁუნდესვერი) — Ⴂერმანიის შეჲარაღებული ძალები; შექმნილია 1956 წ.; მის შემადგენლობაში იმყოფება: Ⴑახმელეთო Ⴟარები (Heer), Ⴑაზღვაო Ⴛალები (Marine), Ⴑაჰაერო Ⴛალები (Luftwaffe), Ⴓზრუნველყოფის Ⴂაერთიანებული Ⴛალები (Streitkräftebasis), Ⴑამედიცინო–სანიტარული Ⴑამსახური (Zentraler Sanitätsdienst); რაოდენობა 325 ათასი ადამიანი.
Bundnis 90 («Ⴉავშირი 90») — პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოიქმნა Ⴂერმანიაში 90–ნი წლების დასაწყისში; 1993 წ. გაერთიანდა «მწვანეების» პარტიასთან, და შეიქმნა ახალი პარტია «Ⴉავშირი 90 / Ⴋწვანეები».
Bundnis 90 / Die Grünen («Ⴉავშირი 90 / Ⴋწვანეები») — პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიქმნა 1993 წელს «Ⴋწვანეების» და «Ⴉავშირი 90» პარტიების გაერთიანების შედეგად; 1994 წ. ეს ბლოკი გავიდა ბუნდესტაგში.
Bunte («Ⴁუნტე») — პოპულარული ილუსტრირებული ჟურნალი.
Bunte Stadt am Harz (ჭრელი ქალაქი Ⴠარცში) — ქ. Ⴅერნიგეროდეს (Ⴑაქსონია–Ⴀნჰალტის მხარე) ხატოვანი სახელწოდება; ქალაქი განთქმულია ფახვერკული სახლებით და რატუშით, შუასაუკუნეების არქიტექტურის შედევრით.
Burda GmbH, Offenburg («Ⴁურდა ႢმბჀ», Ⴍფენბურგი) — Ⴂერმანიის საგამომცემლო–პოლიგრაფიული კომპანიების ჯგუფი; დაარსებულია 1908 წ.; გამოსცემს მოდების, კინო– და ვიდეოპროდუქციას.
Burda-Moden («Ⴁურდა მოდენ») — მოდების პოპულარული ჟურნალი, რომელიც გამოდის მრავალ ენაზე მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში; ტირაჟი 2,5 მლნ. ეგზემპლარი; გამომცემლობა «Ⴋოდსფერლაგ Ⴄნე Ⴁურდა».
Burgerinitiativen (სამოქალაქო ინიციატივები) — მოქალაქების გაერთიანებები საზოგადოებაში ნაკლოვანებებთან და პრობლემებთან ბრძოლის მიზნით; მოქმედებენ 70–ი წლების დასაწყისიდან.
Burgermeister (ბურგომაჲსტერი) — ქალაქის, თემის მართველი ორგანოების მეთაური; Ⴁერლინში, Ⴁრემენში და Ⴠამბურგში ადგილობრივი მთავრობის პრემიერ–მინისტრი.
Burgerschaft — ქალაქ–მხარის Ⴠამბურგის და ქალაქ–მხარის Ⴁრემენის პარლამენტები.
Burgunderpfanne (ბურგუნდული ტაფა) — მძიმე ტაფა მაღალი გვერდებით და სახელურით.
Burgunderwein — ბურგუნდული ღვინო.
Bussing Automobilwerke AG («Ⴁჲუსინგ აუტომობილვერკე ႠႢ») — მსხვილი საავტომობილო კონცერნი, დაარსებული 1903 წ. Ⴂ. Ⴁჲუსინგის მიერ ქ. Ⴁრაუნშვაჲგში; უშვებდა სატვირთო მანქანებს და ავტობუსებს «Ⴁჲუსინგი».
Вuß- und Bettag (Ⴋონანიების და ლოცვის დღე) — რელიგიური გარდამავალი დღესასწაული ნოემბერში.
Buschmann-Brunnen (Ⴁუშმანის შადრევანი) — შადრევანი ქ. Ⴔრიდრიხსროდაში მუსიკოსების უძველესი ოჯახის წარმომადგენლის Ⴔრიდრიხ Ⴁუშმანის პატივსაცემად, რომელმაც 1821 წ. ააგო ტუჩით საკრავი პირველი გარმონი.
Bütte (ზეთის კასრი) — ჭრელად შეღებილი კასრი, რომლიდანაც წარმოთქვამენ სიტყვას Ⴆამთრის გაცილების დღესასწაულის დროს.
Büttenrede (სიტყვის თქმა ზეთის კასრიდან) — სახუმარო საკარნავალო სიტყვა, წარმოთქმული Ⴆამთრის გაცილების დღესასწაულის დროს.
Büttenredner — ადამიანი, რომელიც დგას ზეთის კასრზე და წარმოთქვამს სახუმარო საკარნავალო სიტყვას.
B.Z. («Ⴁე–Ⴚეტი») (შემ. Berliner Zeitung–იდან) — ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გამოდის Ⴀქსელ Ⴘპრინგერის კონცერნში Ⴁერლინში.
C
Carl Winter Umversitätsverlag GmbH («Ⴉარლ Ⴅინტერ უნივერსიტეტფერლაგ ႢმბჀ») — გამომცემლობა, დაარსებული 1822 წ. Ⴉ. Ⴅინტერის მიერ ქ. Ⴉობურგში; 1948 წლიდან მდებარეობს ქ. Ⴠაჲდელბერგში; უშვებს სამეცრიერო ლიტერატურას.
Сarl Zeiss Jеna FC («Ⴉარლ Ⴚაჲს Ⴢენა ႴႩ») — Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.
Carstens Karl (Ⴉარსტენსი Ⴉარლ, 1914–1992 წწ.) — Ⴂერმანიის ფედერალური პრეზიდენტი 1979–1984 წწ. (ႵႣႩ).
CDU — იხ. Christlich Demokratische Union Deutschlands.
CeBIT — იხ. Centrum Buro-Information-Telekommunikation.
Cecilienhof (Ⴚეცილიენჰოფი) — სასახლე Ⴚეცილიენჰოფი Ⴎოტსდამში; აშენენებულია 1913 წ. ინგლისური ქალაქგარე სახლების სტილში; 1945 წ. ზაფხულში აქ ტარდებოდა Ⴎოტსდამის კონფერენცია, რომელზედაც მიმდინარეობდა Ⴃიდი Ⴁრიტანეთის, ႠႸႸ და ႱႱႰႩ პოლიტიკური ხელმძღვანელების შეხვედრა.
Centrum Вürоinformation-Telekommunikation (CeBIT) (Ⴁჲურო–Ⴈნფორმაციის და Ⴒელეკომუნიკაციის Ⴚენტრი) — საერთაშორისო კომპჲუტერული გამოფენა–ბაზრობა ქ. Ⴠანოვერში; მუშაობს 1986 წლიდან.
Charite (შარიტე) (ფრ. charite — მოწყალება) — Ⴀ. Ⴠუმბოლდტის სახელობის Ⴁერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კლინიკა; დაარსებულია 1710 წ. შავი ჭირის ეპიდემიის დროს როგორც Ⴔრიდრიხ I პატარა საავადმყოფო.
Charlottenburg (Ⴘარლოტენბურგი) — 1. Ⴁერლინის რაიონი; 2. სასახლე იტალიური ბაროკოს სტილში, აშენებული Ⴔრიდრიხ Ⴅილჰელმ Ⴎრუსიელის მიერ მეუღლის Ⴑოფია Ⴘარლოტასთვის; სასახლის წინ დგას Ⴀნდრეას Ⴘლჲუტერის ნამუშევარი Ⴃიდი კურფჲურსტის ქანდაკება; სასახლის პარკში მდებარეობს ჩაის სახლი, Ⴘინკელის პავილიონი, მავზოლეუმი.
Checkpoint Charlie (Ⴙეკ–პოჲნტ Ⴙარლი) — სასაზღვრო–გამშვები პუნქტი, რომელიც არსებობდა Ⴁერლინში Ⴃასავლეთ და Ⴀღმოსავლეთ Ⴁერლინს შორის; გაუქმდა Ⴂერმანიის გაერთიანების შედეგად 1990 წ.
Chemnitz (Ⴞემნიცი) — ქალაქი Ⴑაქსონიაში; 1953–1990 წწ. ერქვა Ⴉარლ–Ⴋარქს–Ⴘტადტი; მოსახლეობა 305 ათასი მაცხოვრებელი; სამრეწველო ცენტრი: მანქანათმშენებლობა, საფეიქრო, ქიმიური, ხის დამამუშავებელი მრეწველობა.
Chiemsee (Ⴉიმზეე) — ტბა Ⴁავარიაში.
Chilehaus (Ⴙილი–ჰაუს) — ორიგინალური ათსართულიანი შენობა ქ. Ⴠამბურგში.
Chlorodont (ქლოროდონტი) — კბილის პასტის დამამზადებელი ფირმის სავაჭრო ნიშანი.
Chlorophillkommunisten (ქლოროფილის კომუნისტები) — «მწვანეთა» პარტიის წარმომადგენლების ხუმრობითი სახულწოდება.
Christbaum — იხ. Weihnachtsbaum.
Christfeier — იხ. Ⴘობა.
Christfest — იხ. Ⴘობა.
Christian Dierig AG («Ⴉრისტიან Ⴃირიგ ႠႢ») — ბამბეულის უმსხვილესი კონცერნი, დაარსებული 1805 წ. ქ. Ⴀუგსბურგში; 1972 წლიდან — «Dierig Holding AG».
Christi Himmelfahrt (Ⴋაცხოვრის Ⴀმაღლება) — მოძრავი დღესასწაული Ⴋაცხოვრის Ⴀმაღლების შემდეგ მეორმოცე დღეს.
Christlich-Demokratische Union Deutschlands (CDU) (Ⴂერმანიის Ⴕრისტიანულ–Ⴃემოკრატიული Ⴉავშირი (ႵႣႩ) — ერთ–ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტია, ჩამოყალიბებული 1950 წ.; 1949–1969 წწ. და 1982–1998 წწ. იმყოფებოდა მთავრობების სათავეში; Ⴕრისტიანულ–Ⴑოციალურ Ⴉავშირთან ერთად Ⴁუნდესტაგში შეადგენს ერთიან ფრაქციას.
Christlicher Gewerkschaftsbund Deutschlands (CGB) (Ⴂერმანიის Ⴕრისტიანული პროფკავშირი) — აერთიანებს ქრისტიან მუშებს და მოსამსახურეებს; შექმნილია 1959 წ.
Christlich-Soziale Union in Bayern (CSU) (Ⴕრისტიანულ–Ⴑოციალური Ⴉავშირი Ⴁავარიაში (ႵႱႩ) — დაარსებულია 1945 წ.; მოქმედებს Ⴁავარიის ტერიტორიაზე; Ⴕრისტიანულ–Ⴃემოკრატიულ Ⴉავშირთან ერთად Ⴁუნდესტაგში შეადგენს ერთიან ფრაქციას.
Christ und Welt («Ⴉრისტ უნდ Ⴅელტ») — ყოველკვირეული რელიგიურ–პოლიტიკური გაზეთი; დაარსებულია 1948 წ.
Commerzbank AG («Ⴉომერცბანკ ႠႢ») — Ⴂერმანიის უმსხვილესი ბანკი; დაარსებულია 1870 წ.; შტაბ–ბინა მდებარეობს ქ. Ⴃჲუსელდორფში.
Congress Centrum («Ⴉონგრეს–ცენტრუმი») — საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენების ადგილი ქ. Ⴠამბურგში.
Constanze («Ⴉონსტანცა») — ქალთა პოპულარული ჟურნალი, რომელიც გამოიცემა Ⴘპრინგერის კონცერნის მიერ.
Contax («Ⴉონტაქს») — ვიწროფირიანი ფოტოაპარატის მარკა.
Continental («Ⴉონტინენტალი») — საკანცელარიო და ადვილსატარებელი საბეჭდი მანქანის მარკა.
Cottbus (Ⴉოტბუსი) — ქალაქი Ⴁრანდენბურგის მხარეში, 110 ათასი მაცხოვრებელი; ქიმიური, საფეიქრო და მრეწველობის სხვა დარგები.
C-Parteien (ქრისტიანული პარტიები) — ႵႣႩ და ႵႱႩ პარტიების ბლოკის მოკლე სახელწოდება.
CSU — იხ. Christlich Soziale Union.
D
DAAD — იხ. Deutscher Akademischer Austauschdienst.
Dachau (Ⴃახაუ) — ქალაქი Ⴁავარიაში; 1933 წ. აქ შეიქმნა ნაცისტურ Ⴂერმანიაში პირველი საკონცენტრაციო ბანაკი; 1960 წ. გაიხსნა მემორიალური ძეგლი.
Dachboden — სხვენი.
Dachreiter (დახრაჲტერი) — კოშკურა სახლის სახურავზე.
DaF — იხ. Deutsch als Fremdsprache.
DAG — იხ. Deutsche Angestellten-Gewerkschaft.
Daimler Gottlieb (Ⴃაჲმლერი Ⴂოტლიბ) (1834–1900 წწ.) — გერმანელი გამომგონებელი, ავტომშენებლობის პიონერი, ფირმა «Daimler Motoren Gesellschaft» –ის დამაარსებელი.
Daimler-Benz AG («Ⴃაჲმლერ–Ⴁენც ႠႢ») — სამრეწველო მონოპოლია, დაარსებული 1926 წ. როგორც საავტომობილო კომპანია; 1984 წ. შეიძინა ავიასარაკეტო კომპანია «Ⴃორნჲე», 1986 წ. — ელექტროტექნიკური ფირმა «ႠႤႢ» –ი, 1988 წ. — ავიაკოსმოსური კომპანია «Ⴋესერშმიდტ–Ⴁელკოვ–Ⴁლომ» –ი.
Daimler-Motoren-Gesellschaft («Ⴃაჲმლერ Ⴋოტორენ Ⴂეზელშაფტი») — მოტორსამშენებლო კომპანია, დაარსებული 1890 წ. Ⴂოტლიბ Ⴃაჲმლერის მიერ ქ. Ⴘტუტგარტ–Ⴓნტერტჲურკჰაჲმში; 1926 წლიდან შედის «Ⴃაჲმლერ–Ⴁენც ႠႢ» –ს შემადგენლობაში.
Dankbrunnen (Ⴋადლიერების შადრევანი) — დადგმულია Ⴃრეზდენში Ⴂოტფრიდ Ⴆემპერის პროექტით იმის აღსანიშნავად, რომ 1841–1842 წწ. ქალაქი გადაურჩა ქოლერის ეპიდემიას (სრულყოფილი წყალმომარაგების სისტემის წყალობით); შადრევანი ჩასმულია წმინდანების ქანდაკებების ჩარჩოში, ცენტრში კი — 18-მეტრიანი გოტიკური კოშკი.
Danzig (Ⴃანციგი) — ქალაქი Ⴎომერანიაში; ამჟამად Ⴎოლონეთის შემადგენლობაში.
Darmstadt (Ⴃარმშადტი) — ქალაქი Ⴠესენის მხარეში; პირველი ცნობები 11 ს.; 140 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ქიმიურ–ფარმაცეფტული, ქაღალდის წარმოების, ტყავის მრეწველობები; 14–17 სს. არქიტექტურული ძეგლები; რაიონი Ⴋატილდენჰჲოე (Mathildenhöhe) წარმოადგენს ღია ცის ქვეშ «Ⴋოდერნის სტილის» (Jugendstil) გამოფენას.
Darmstadt 98 SV («Ⴃარმშტადტ 98 ႱႴ») — Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსდა 1898 წ.
Darß (Ⴃარსი) — ნახევარკუნძული Ⴋეკლენბურგ–Ⴜინა Ⴎომერანიაში.
DB — იხ. Deutsche Bundesbahn.
DBB — იხ. Deutscher Beamtenbund.
DBD — იხ. Demokratische Bauernpartei Deutschlands.
DDR — იხ. Deutsche Demokratische Republik.
DDP — იხ. Deutscher Depeschendienst.
DEFA (ႣႤႴႠ) — იხ. Deutsche Film-AG.
Degussa («Ⴃეგუსა») — იხ. Deutsche Gold- und Silber-Scheideanstalt.
Deister (Ⴃაჲსტერი) — ქედი Ⴕვემო Ⴑაქსონიაში.
DEMAG AG («Ⴃემაგ ႠႢ») — Ⴂერმანიის უმსხვილესი მანქანათმშენებელი კონცერნი; დაარსებულია 1926 წ. Ⴃუჲსბურგში რამოდენიმე ფირმის გაერთიანების შედეგად (შემოკ. Deutsche Maschinenfabrik AG-დან).
Demmerschoppen (დემერ–შოპენი) — საღამოს ლუდის თათხა (ღვინის ჭიქა); ჩვეულებრივ სტუდენტურ წრეში.
Demokratische Bauernpartei Deutschlands (DBD) (Ⴂერმანიის გლეხური დემოკრატიული პარტია) (ႣႡႣ) — ყოფილ ႢႣႰ აერთიანებდა გლეხებს, სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების წევრებს, და აგრეთვე მოსახლეობის სხვა ფენების წარმომადგენლებს, რომლების იყვნენ კავშირში სოფლის მეურნეობასთან; 1990 წ. სექტემბერში შევიდა ႵႣႩ–ის შემადგენლობაში.
Denkmal des unbekannten Inten-danten (თეატრის უცნობი დირექტორის ძეგლი) — თეატრის ხუმრობითი სახელწოდება ქ. Ⴉჲოლნში.
Denzlingen («Ⴃენცლინგენი») — საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1928 წ.
Der Stern des grossen Kreuzes (Ⴃიდი Ⴟვრის Ⴅარსკვლავი) — გერმანული სამხედრო ორდენი მამაცობისათვის (1939 წწ.). Ⴋე–2 Ⴋსოფლიო ომის დროს ამ ორდენით არავინ არ დაჯილდოვებულა.
Dessau (Ⴃესაუ) — ქალაქი–პორტი მდინარე Ⴋულდაზე მის Ⴄლბასთან შესართავთან (Ⴑაქსონია–Ⴀნჰალტის მხარე); მოსახლეობა 95 8000 მაცხოვრებელი; მძიმე და სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა; Ⴅერლიცის პარკი Ⴃესაუს მახლობლად (112 ჰა) 1773 წ. აშენებული Ⴊეოპოლდ III სასახლესთან ერთად, ითვლება Ⴄვროპის ულამაზეს ინგლისურ პარკად; Ⴃესაუში 20–ან წლებში შემუშავებულ იქნა «ბაუჰაუსის» თეორია, მომავალში კი ამავე სახელწოდებით ჩამოყალიბდა ერთერთი მიმართულება არქიტექტურაში.
Detmold (Ⴃეტმოლდი) — ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ–Ⴅეყტფალიის მხარეში; 70 ათასი მაცხოვრებელი.
Deutsch als Fremdsprache (DaF) («Ⴂერმანული ენა, როგორც უცხოური») — ენათმეცნიერებითი ჟურნალი, გამომავალი Ⴊაჲპციგში; აშუქებს გერმანული ენის, როგორც უცხოურის შესწავლის თეორიულ და პრაქტიკულ პრობლემებს.
Deutsch-Drahthaar — გერმანული მკვრივბეწვიანი ძაღლი, დრატჰაარი.
Deutsch-Französische Brigade (Ⴂერმანულ–ფრანგული ბრიგადა) — Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ქვედანაყოფი.
Deutsch-Kurzhaar — გერმანული მოკლებეწვიანი ძაღლი, კურცჰაარი.
Deutsch-Langhaar — გერმანული გრძელბეწვიანი ძაღლი, ლანგჰაარი.
Deutsch-Niederländisches Korps (Ⴂერმანულ–ნიდერლანდური კორპუსი) — Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ქვედანაყოფი.
Deutsche (გერმანელები) — Ⴂერმანიის ძირითადი მოსახლეობა; ენა — გერმანული; მორწმუნეები — ლჲუთერანები, კათოლიკები.
Deutsche Akademie der Naturforscher «Leopoldina» (Ⴁუნებისგამომცდელების გერმანული აკადემია «Ⴊეოპოლდინა») — მეცნიერულ–კვლევითი დაწესებულება, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს 35 ქვეყნიდან; დაარსებულია 1652 წ.; 1878 წლიდან იმყოფება ქ. Ⴠალეში.
Deutsche Akademie für Sprache und Dichtung — (Ⴄნათმეცნიერების და ლიტერატურის გერმანული აკადემია) — მეცნიერულ–კვლევითი დაწესებულება ქ. Ⴃარმშტადტში, დაარსებული 1949 წ.
Deutsche Angestellten-Gewerkschaft (DAG) (Ⴂერმანელი მოსამსახურეების პროფკავშირი) — დაარსებულია 1945 წ.; ითვლის 521 000 წევრს.
Deutsche Bahn AG (DB) («Ⴂერმანიის რკინის გზები» (ႠႱ) — წარმოიშვა 1994 წ. Ⴂერმანიის ფედერალური (Deutsche Bundesbahn, ႢႴႰ) და Ⴂერმანიის სახელმწიფო (Deutsche Reichsbahn, ႢႣႰ) რკინის გზების გაერთიანების შედეგად.
Deutsche Bank AG («Ⴃოჲჩე ბანკ ႠႢ») — Ⴂერმანიის უმსხვილესი საბანკო კონცერნი; დარსებულია 1870 წ.; მმართველობა — Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.
Deutsche Bibliothek (Ⴂერმანული ბიბლიოთეკა) — Ⴂერმანიის გაერთიანების შემდეგ 1991 წ. მოხდა გაერთიანება ბიბლიოთეკის Ⴊაჲპციგში (Deutsche Bücherei, დაარსებულია 1912 წ.) და Ⴂერმანული ბიბლიოთეკის Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში (შეიქმნა ႢႴႰ 1947 წ.); ბიბლიოთეკა წარმოადგენს მთელ გერმანულენოვან დამწერლობის ნაკრებ არქივს და Ⴂერმანიის ეროვნულ ბიბლიოგრაფიულ საინფორმაციო ცენტრს; ამჟამად მისი ფონდი ითვლის 14 მლნ. ტომს.
Deutsche Börse AG («Ⴂერმანული ბირჟა» (ႠႱ) — ერთერთი უმსხვილესი ბირჟა Ⴄვროპაში; მდებარეობს Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.
Deutsche Bücherei (Ⴂერმანული ბიბლიოთეკა Ⴊაჲპციგში) — დაარსებულია 1912 წ. (1913 წლიდან აგროვებს მსოფლიოში გამომავალ წიგნებს გერმანულ ენაზე; ფონდები ითვლის 6 მლნ. ტომს.
Deutsche Bundesbahn (DB) (ႢႴႰ–ის სახელმწიფო რკინის გზები / «Ⴁუნდესბანი») — ერთერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმო Ⴂერმანიაში, შექმნილი 1951 წ.; 1994 წლიდან «Ⴃოჲჩებან ႠႢ» –ს შემადგენლობაში.
Deutsche Bundesbank (Ⴃოჲჩებუნდესბანკი) — Ⴂერმანიის ცენტრალური ემისიური ბანკი (დაარსებულია 1957 წ.); მდებარეობს Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში; სამმართველო ორგანო (ცენტრალური საბჭო) ადგენს გერმანული სავალუტო პოლიტიკის კურს; ბანკის ცენტრალური საბჭოს წევრები არიან ბანკის დირექცია და ცენტრალური სამხარეო ბანკების პრეზიდენტები.
Deutsche Burschenschaft (Ⴂერმანული სტუდენტური კორპორაცია) — შეიქმნა 1815 წ.
Deutsche Dampfschiffs-Gesellschaft Hansa («Ⴃოჲჩე დამპფშიფს–გეზელშაფტ Ⴠანზა») — უმსვილესი სანაოსნო, დაარსებული 1881 წ. Ⴁრემენში.
Deutsche Demokratische Republik (DDR) (Ⴂერმანიის Ⴃემოკრატიული Ⴐესპუბლიკა (ႢႣႰ) — სახელმწიფო Ⴚენტრალურ Ⴄვროპაში; არსებობდა 1949–1990 წწ.; 108 333 კვ. კმ; 16,43 მლნ. მაცხოვრებელი; იყო შექმნილი 1949 წ. 7 ოქტომბერს აღმოსავლეთ Ⴂერმანიაში ოკუპაციის საბჭოთა ზონის ტერიტორიაზე; პრეზიდენტად არჩეული იყო Ⴅ. Ⴎიკი, Ⴂერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის თავჯდომარე (ႢႤႱႮ შეიქმნა 1946 წ.); 1989 წ. გაზაფხულზე ႢႣႰ–ში შეიქმნა მწვავე საზოგადოებრივ–პოლიტიკური კრიზისი; ႢႤႱႮ–ს ხელმძღვანელობა გადადგა (1990 წ. თებერვალში ႢႤႱႮ გარდაიქმნა Ⴃემოკრატიული სოციალიზმის პარტიად); 1990 წ. 12 სექტემბერს Ⴋოსკოვში ხელმოწერილია Ⴑაბოლოო მოწესრიგების ხელშეკრულება; ႢႣႰ Ⴑახალხო პალატის გადაწყვეტილების თანახმად 1990 წ. 3 ოქტომბერს ႢႣႰ შეუერთდა ႢႴႰ–ს, რის შედეგადაც წარმოიშვა ერთიანი გერმანული სახელმწიფო.
Deutsche Edelstahlwerke AG («Ⴃოჲჩე ედელშტალვერკე ႠႢ») — მაღალხარისხოვანი ფოლადის წარმოების ქარხანა; დაარსებულია 1921 წ. ქ. Ⴉრეფელდში (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ–Ⴅესტფალიის მხარე).
Deutsche Film-AG (DEFA) («Ⴃოჲჩე ფილმაქციენგეზელშაფტ» («ႣႤႴႠ») — კინოსტუდია ყოფილ ႢႣႰ–ში; დაარსებულია 1946 წ. ქ. Ⴁაბელსბერგში Ⴁერლინის მახლობლად.
Deutsche Finanzierungsgesellschaft (Ⴂერმანული დამფინანსებელი საზოგადოება) — საზოგადოება, რომელიც აფინანსებს განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკას.
Deutsche Forschungsgemeinschaft (DFG) (Ⴂერმანული მეცნიერულ–კვლევითი საზოგადოება) — Ⴂერმანიის მეცნიერული დაწესებულების გაერთიანება Ⴁად–Ⴂოდესბერგში; დაარსებულია 1920 წ., რეორგანიზებულია 1951 წ.; მისი წევრები არიან უნივერსიტეტები, მეცნიერებათა აკადემია და მეცნიერული საზოგადოებები; სუბსიდირებას აწარმოებენ ფედერალური მთავრობა და მხარეების მთავრობები.
Deutsche Friedens-Union (DFU) (Ⴋშვიდობის გერმანული უავშირი (ႫႢႩ)) — შექმნილია 1960 წ.
Deutsche Gesellschaft für Freizeit (Ⴇავისუფალი დროის ორგანიზაციის გერმანული საზოგადოება) — აწარმოებს ფუნდამენტალურ კვლევებს თავისუფალი დროის ორგანიზაციის სფეროში; დაარსებულია 1971 წ.
Deutsche Gold- und Silber-Scheideanstalt (Degussa) (Ⴍქროს და ვერცხლის მოსაპოვებელი და გამამდიდრებელი საწარმოო («Ⴃეგუსა») — კეთილშობილური ლითონების დამამუშავებელი და ქიმიური საქონლის მაწარმოებელი ფირმა; დაარსებულია 1873 წ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.
Deutsche Jungdemokraten (DJD / Judo) («Ⴂერმანიის ახალგაზრდა დემოკრატები» / «Ⴂერმანელი ახალგაზრდა დემოკრატები» (ႢႠႣ) — ახალგაზრდული ორგანიზაცია, მიახლოვებული ႧავႣႮ–ან; დაარსებულია 1947 წ.
Deutsche Kommunistische Partei (Ⴂერმანული კომუნისტური პარტია) — ႢႴႰ კომუნისტების პარტია, დაარსებული 1968 წ. Ⴂერმანიის კომუნისტური პარტიის აკრძალვის შემდეგ 1956 წ.
Deutsche Lufthansa AG (DLH) («Ⴊჲუფტჰანზა») — ერთე-რთი წამყვანი საერთაშორისო ავიაკომპანია Ⴂერმანიაში; მისი საჰაერო ფლოტი ითვლის 230 თანამედროვე ავიახომალდს; 1994 წ. პრივატიზებულია.
Deutsche Luftwaffe (Ⴑაჰაერო Ⴛალები / Ⴊუფტვაფე) — Ⴂერმანიის შეჲარაღებული ძალების ერთ-ერთი სახე; შექმნილია 1956 წ.; რაოდენობა 43 ათასი ადამიანი; ამჟამინდელი სარდალი — ႱႻ ინსპექტორი გენერალ–ლეჲტენანტი Ⴉლაუს–Ⴎეტერ Ⴘტიგლიცი (Klaus-Peter Stieglitz); ყოფილი ცნობილი სარდლები — Ⴠერმან Ⴅილჰელმ Ⴂერინგი (Hermann Wilhelm Göring), Ⴐობერტ ფონ Ⴂრეჲმი (Robert von Greim), Ⴀლბერტ Ⴉესელრინგი (Albert Kesselring).
Deutsche Marine (Ⴑაზღვაო Ⴛალები / Ⴋარინე) — Ⴂერმანიის შეჲარაღებული ძალების ერთ-ერთი სახე; შექმნილია 1956 წ.; რაოდენობა 19 ათასი ადამიანი; ამჟამინდელი სარდალი — ႱႻ ინსპექტორი ვიცე–ადმირალი Ⴅოლფგანგ Ⴌოლტინგი (Wolfgang Nolting); ყოფილი ცნობილი სარდლები — Ⴀლფრედ ფონ Ⴒირპიტცი (Alfred von Tirpitz), Ⴄრიხ Ⴐედერი (Erich Raeder), Ⴉარლ Ⴃჲონიცი (Karl Dönitz).
Deutsche Mark (DM) (გერმანული მარკა) — Ⴂერმანიის ფულადი ერთეული; ერთ-ერთი სტაბილური ვალუტა ევროპულ სავალუტო სისტემაში; 1 DM = 100 Pfennig; 2001 წ. 1 იანვრიდან გამოვიდა მიმოქცევიდან, და დაუთმო ადგილი სრულიადევროპულ ვალუტას ႤႥႰႭ–ს.
Deutsche Maschinenfabrik Aktiengesellschaft («Ⴃოჲჩე მაშინენფაბრიკ ႠႢ») — Ⴂერმანიის უმსხვილესი მანქანათსამშენებლო კონცერნი.
Deutsche Michel (გერმანელი Ⴋიხელი) — გერმანელების ხუმრობითი–ირონიული მეტსახელი.
Deutsche National-Zeitung («Ⴃოჲჩე ნაციონალ–ცაჲტუნგი») — ყოველდღიური გაზეთი; გამოდის Ⴋჲუნხენში 1951 წლიდან.
Deutsche Oper Berlin (Ⴂერმანული ოპერა (Ⴁერლინი) — ომის შემდეგ Ⴁერლინის კედელის დაცემამდე იგი იყო Ⴃასავლეთ Ⴁერლინის ერთადერთი თეატრი, რომელშიც გამოდიოდნენ საერთაშორისო კლასის მსახიობები.
Deutsche Partei (DP) (Ⴂერმანული პარტია) — კონსერვატიული პოლიტიკური პარტია, დაარსებული 1945 წ. სახელწოდებით Ⴕვემოსაქსონიის სამხარეო პარტია; 1947 წ. მიიღო სახელწოდება Ⴂერმანული პარტია; 1961 წ. გაზაფხულზე შეუერთდა Ⴑრულიადგერმანულ ბლოკს და შეიქმნა Ⴑრულიადგერმანული პარტია.
Deutsche Presse-Agentur (DPA) («Ⴃოჲჩე Ⴎრესე–აგენტურ» (ႣႮႠ) — საინფორმაციო სააგენტო, დაარსებული 1949 წ. Ⴠამბურგში.
Deutsche Reichsbahn (DR) (Ⴂერმანიის საიმპერიო რკინის გზები) — სახელმწიფო რკინის გზების გაერთიანება, დაარსებული 1920 წ.; მე–2 Ⴋსოფლიო ომის შემდეგ ყოფილ ႢႣႰ–ში შეინარჩუნა თავისი სახელწოდება; ႢႴႰ–ში გადაარქვეს «Ⴁუნდესბან» -ად; 1994 წლიდან с 1994 г. «Ⴃოჲჩე ბან ႠႢ» –ს შემადგენლობაში.
Deutsche Reichspartei (DRP) (Ⴂერმანიის საიმპერიო პარტია) — შეიქმნა ႢႴႰ 1950 წ.; 1964 წ. სხვა პარტიებთან ერთად შავიდა ႤႢႮ–ს შემადგენლობაში.
Бесплатный фрагмент закончился.
Купите книгу, чтобы продолжить чтение.